პრესა.გე სოფელ ტყვიავთან ოსმა მოროდიორებმა დააყაჩაღეს
პრესა.გე-ს გადამღები ჯგუფი დღეს დილით გაემგზავრა გორში სიუჟეტის მოსამზადებლად. გორიდან ჟურნალისტები სოფელ კარალეთში გაემგზავრნენ და რუსი სამხედროების ბვლოკ-პოსტი გადაიღეს, სადაც ამ უკანასკნელთ სანგრები აქვთ გათხრილი.
კარალეთის შემდეგ პრესა.გე ცხინვალის მიმართულებით, რუსების მეორე ბლოკ-პოსტისკენ გაემგზავრნენ. სოფელ ტყვიავთან კი, ისინი ოსმა მოროდიორებმა გააჩერეს და გაძარცვეს. ოსებმა ავტომანქანასთან ერთად გადაღებული მასალა და ყველა აპარატურაც გაიტაცეს, რომელიც ჟურნალისტებს თან ჰქონდათ.
პრესა.გე-ს გადამღები ჯგუფი ამჟამად, გორში ბრუნდება, თუმცა უცნობია, შეძლებენ თუ არა ქართველი ძალოვნები ჟურნალისტების დახმარებას და წართმეულის უკან დაბრუნებას.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3626