თემურ იაკობაშვილი: ვინ დაიწყო ომი? ვინ და - რუსეთმა!
აპრილში რუსეთმა გადაწყვიტა, რომ პირდაპირი ურთიერთობები დაემყარებინა სეპარატისტულ ლიდერებთან. მაისისკენ უკვე დაიწყო მთელი რიგი პროვოკაციები: გახსოვთ, ალბათ - უპილოტო საფრენიაპარატების ჩამოგდება. ასევე, ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ დაიწყო სერიოზული შეიარაღების მიწოდება სეპარატისტებისათვის. შემდეგ შემოიყვანეს ე.წ. მშვიდობისმყოფელები, რომლებიც მშვიდობისმყოფელების მანდატში არანაირად არ ჯდებოდნენ, რადგან ეს იყო სადესანტო ძალები. შემოიტანეს მძიმე სამხედრო ტექნიკა, ჰაუბიცები.
გახსოვთ, იარაღი როგორ გადაჰქონდათ-გადმოჰქონდათდა ა.შ. ამას მიამატეთ რკინიგზის მშენებლობა, რომელზეც ჩვენ ვთქვით, რომ ეს სამხედრო დანიშნულებისაა და გინდა თუ არა, ჰუმანიტარულიაოა - გვეუბნებოდნენ. იყო მასიური დაზვერვები კოდორის ხეობაში. იყო ყველა ნიშანი იმისთვის, რომ სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებოდნენ.
ცხინვალის რეგიონში შეჰქონდათ და შეჰქონდათ შეიარაღება. აშენებდნენ გამაგრებისთვის სამხედრო პუნქტებს. როკის გვირაბიდან უწყვეტლივ შემოდიოდა შეიარაღება, რომელიც ძირითადად ჯავაში ლაგდებოდა. ჯავაში ააშენეს გამაგრებული რაიონი, ააშენეს სპეციალურად 300-500 კაცისთვის შენობა, სადაც უნდა განლაგებულიყვნენ ჯარები.
ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადებოდა სამხედრო აგრესიისთვის, გვქონდა და ჩვენ ამაზეგამუდმებით!) ამაზე ვეუბნებოდით ჩვენს დასავლელ კოლეგებს,ვტეხდით განგაშს. მოვიდნენ ჩემთან ევროპელები და მითხრეს: ამ ქალაქში სიტყვა ომის ხსენება მიუღებელიაო. ამიტომ მე დღეს ვამბობ ერთს: ჩვენ ამ ომში შეგვტენეს არა მარტო რუსებმა, არამედ დასავლეთმაც.
ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა თუ არამარტო ჩვენი ძალებით ან მაპ-ის მიღებით?
- მაპ-ის მიღებით შეიძლებოდა. მე ღრმად ვარდარწმუნებული, რომ მაპ-ის არმოცემით რუსეთს აუნთეს მწვანეშუქი.
მაპ-ი რომ გვქონოდა, რუსეთი ამას ვერ გაგვიბედავდა?
- ვერ გაგვიბედავდნენ.
ისე, თქვენ გქონდათ იმის იმედი, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა, რომ არ შემოიყვანდა 58-ე არმიას და ა.შ?
- მაშინ გასცა პრეზიდენტმა არა იმის ბრძანება, წადით და დაიპყარითო, არამედ - ჩააქრეთ ყველა საცეცხლე წერტილიო. მეტი არაფერზე იყო ლაპარაკი. თამარაშენს რაც ესვრის, ის რომ ჩააქრო, უნდა გახვიდე ცხინვალიდან. ანუ გინდა, არ გინდა, ის ადგილები უნდა აიღო და ავიღეთ კიდეც. კოლონა, რომელიც მოდიოდა, ჩვენ გავანადგურეთ დიდი გუფთას ხიდთან. როგორც გაირკვა, ეს ყოფილა58-ე არმია, რომლის მეთაურიც დავჭერით.
და კიდევ კორიდორი მივეცით 2-ჯერ დაჭრილების გასაყვანად.
- უკვე ვიყავით იმ რეალობის წინაშე, რომ ომი დაიწყო. ჩვენ არ გადავსულვართ ვლადიკავკაზში და იქ არაფერი დაგვიწვია; ჩვენ ვიცავდით ცეცხლისგან ჩვენ სოფლებს. დავიწყეთ თავდაცვითი ოპერაციები. ეს კი მოითხოვს, შეხვიდე რიხით და იქ დადგე. ტყუილია ის, რომ ცხინვალი ჩვენ დავბომბეთ გრადებით. ცხინვალში ვისროდით არტილერიით.
აღმოჩნდა, რომ ამ დროს ცხინვალში უკვე ჩაყვანილი ჰყავთ50 რუსი ჟურნალისტი. ისინი 7-ში უკვე ცხინვალში არიან. ირკვევა,რომ 7-ში 58-ე არმიის ახალწვეულები არიან იქ ჩაყვანილი.მანამდე ცხინვალსა და ჯავაში უკვე ჩამოტანილი იყო რუსების საკომუნიკაციო სისტემები და უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველოში 2 დღეში შემოვიდა 2 000 ტანკი და 25 000 ჯარისკაცი. ნებისმიერსამხედრო ექსპერტი გეტყვით იმას, რომ ეს არის შეუძლებელი, თუ წინასწარ არ არის დაგეგმილი. პილოტები, რომლებიც ჩვენ ჩამოვაგდეთ, აღმოჩნდა, რომ 4 დღით ადრე გაიწვიეს სამსახურში. თუ ომს არ აპირებ, ეს რაში სჭირდებოდათ?! 4 დღით ადრე კი საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში იყო. ჩვენნი ბიჭები რომ არა, რომლებმაც შეძლეს ცხინვალის აღებით მათი გაჩერება, ეგენი რიხინ-რიხინით შემოვარდებოდნენ თბილისში.
შემდეგ თბილისს ალყა შემოარტყეს. რა მოხდა შემდეგ -როგორ აიცილა თბილისმა ჯარების შემოჭრა ან დაბომბვა?
- ჩვენებმა რომ დაიწყეს დაბომბვა, ჩვენ ვესროდით არა გრადებით არამედ სისტემაა ასეთი და ჰქვია დანა, რომელიც უფრო ზუსტია. ჩვენ დავბომბეთ თავდაცვის სამინისტრო, მთავრობის სახლი, შინაგან საქმეთა სამინისტრო. გრადით ვესროდით არა ცხინვალს, არამედ ცხივალის გარშემო სიმაღლეებს, ჩვენგან უკონტროლო ობიექტებს, საიდანაც ისინი გვესროდნენ. ცხინვალში შევედით და ავიღეთ 4-საათნახევარში. ყველა სამხედრო ექსპერტი იძახის, რომეს არის ფანტასტიკა. მოდით, გულახდიად ვთქვათ; ოსები არ არიან ცუდი მეომრები, ისინი ძალიან კარგი მეომრები არიან და ჩვენ ავიღეთ ცხინვალი მინიმალური დანაკარგებით 4 საათნახევარში.
მინიმალური დანაკარგი რას გულისხმობს?
- მაშინ ჩვენი დაღუპული ჯარისკაცი იყო სადღაც 40.
რატომ მალავთ დაღუპულთა რეალურ ციფრს?
- არ ვმალავთ და გეტყვით მაგასაც, რატომ არ ვმალავთ. ცხინვალი რო ავიღეთ, “ჰუმან რაიტსუოჩი” ადასტურებს, რომ დაღუპული იყო 47 კაცი ცხინვალის ჰოსპიტალში ძირითადად იყვნენ “კამუფლაჟიანები”. რუსებმა კი მაშინვე დაიწყეს იმის ყვირილი, 2 000 სამოქალაქო პირი დაიღუპაო. რას ნიშნავს 2000 კაცი? ისინი იტყუებიან:
დღეს 2 000 კაცი გახდა133 კაცი, თვითონ დაადასტურეს და რა ხდება? ჩვენ რომ ავიღეთ ცხინვალი, ეგრევე დაგვიშინეს ჰაერიდანაც და ხმელეთიდანაც. ჩვენ 3-ჯერ გამოვედით ცხინვალიდან იმიტომ, რომ რუსეთი ჰაერიდან გვბომბავდა. ამ ომებში მოხდა ასეთი საინტერესო რაღაცა: ჩემი მონაცემებით ვიცოდი, რომ 17 თვითმფრინავი და 3 ვერტნფრენი ჩამოვაგდეთ. ზუსტი ციფრები არ ვიცი, მაგრამ როგორც გუშინ მომიყვნენ, ჯავა მთლიანად ჩახერგილია დამწვარი რუსული ტანკებით.
მე ვიცოდი, რომ 60-ზე მეტი ტანკი დავწვით, თურმე აღმოჩნდა,რომ გაცილებით მეტია. რუსების ჯარის დანაკარგი ჩვენ ვიცოდით 500 კაცი. აღმოჩნდა, რომ 3 000-ზე მეტია. მე ვლაპარაკობ მარტო რუსეთოს ჯარზე. ოსების მონაცემებით ის ვიცი, რაც თვითონ დაწერეს: 500-კაციანი ომონიდან დარჩა 3 კაცი ცოცხალი. ანუ გავანადგურეთ სეპარარისტების ჯარები, გავანადგურეთ 300 კაცი “ბოევიკები”, 58-ე არმიის დიდი ნაწილი, ფსკოვის დივიზიის 60კაცი. ეს რომ მოხდა, მაშინ ჩავიდა პუტინი ვლადიკავკაზში და მაშინ მოგვაყარეს ყველაფერი. ჩვენმა არტილერიამ იქაურობას დედა უტირა.
ხმელეთზე კიდევ იბრძოლებდნენ. ჩვენმა ბიჭებმა რაც შემოვიდა როკის გვირაბიდან, წვეს და წვეს. მაგრამ ანტისაჰაერო სისტემები რაც გვქონდა, ეგ იყო.
მაგრამ იმის იმედი, რომ საქართველო რუსეთს მოუგებდა, არ უნდა გვქონოდა, არა?
- არა, ვერც მოვუგებდით. იმაზე იყო ბრძოლა, რომ დრო მოგვეგო. ანუ ესენი ჩვენ აქ რომ არ გაგვეჩერებინა, 500 ტანკი უკვე იდგა ლარსთან, აფხაზეთიდან დესანტი შემოიყვანეს გემებით და დაგვიწყეს ბალისტიკური რაკეტების სროლა, ე.წ ისკანდერები, გვესროლეს “ტოჩკა-უ”, ასევე კასეტური ბომბები - აკრძალული იარაღები. სანამ რადარებს გაანადგურებდნენ, ერთ პერიოდში 70-ზე მეტი რუსული საფრენი აპარატი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ რუსულ არმიას მოვერევით. მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური არჩევანი: დავნებდეთ, ისე როგორც მე-22 არმიას, თუ ვიბრძოლოთ. ჩვენ ვიბრძოლეთ. რუსებმაჯერ თქვეს, რომ 7 მილიარდი იყო მათი ზარალი. ახალ 12 მილიარდს ამბობენ. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტია. ჩვენ ვიბრძოლეთ მანამდე, სადამდეც ბრძოლას ჰქონდა აზრი. მერე კი გამოვიყვანეთ ჩვენიბიჭები იმიტომ, რომ ვერ ვახოცინებდით. იმათ თავიანთი ხალხი არ ენაღვლებათ, ჩვენ გვენაღვლება. ვეღარ ჩავახოცინებდით ავიაციას, რადგან იქ უკვე სახმელეთო ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა.
მე ვიცი, რომ საომარი სიტუაციისას სააკაშვილმა სცადა მედვედევთან დაკავშირება. რა შედეგი მიიღეთ?
- არაფერი. არ დააკავშირეს. რეალურად რუსეთს მართავს პუტინი. ჩვენი მხრიდან იყო ძალიან ბევრი მცდელობები კონტაქტებისა მედვედევთან, რომელიც იყო ძალიან ფრთხილი. სექტემბერში იგეგმებოდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. რუსეთთან რომ ნორმალური ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ეს რეალობაა. ვერანაირად ვერ დავარწმუნეთ დასავლეთი, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა...
ვერც ამერიკა?
- ვერა. მაინც მაგათი იმედი გვაქვს დახმარებისა, მაგრამ რეალურად ისე მოხდა, იმისათვის, რომ ყველასთვის დაგვენახებინა, რომ ჩვენ გვაქვს არა სეპარატიზმის, არამედ რუსეთის პრობლემა, ეს მოვლენები გარდაუვალი გახდა და ამას შეეწირა ჩვენი მოსახლოების ნაწილი.
