ოკუპირებული ფოთის პორტისკენ ამერიკული ხომალდი ”მაკფოლი” დაიძრა
ოკუპირებული ფოთის პორტისკენ ამერიკული ხომალდი ”მაკფოლი” დაიძრა
[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი “მაკფოლი” ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად ფოთის პორტისკენ დაიძრა.
ამის შესახებ სააგენტო AFP საქართველოში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება. ფოთში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ რუსული ბლოკსაგუშაგოები კვლავ რჩება.
სააგენტოს ინფორმაციით, “მაკფოლი” და მისი თანმხლები ორი ამერიკული ხომალდი ფოთის პორტში 27 აგვისტოს შევლენ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3663