უკრაინა მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში თავისი სამშვიდობო ძალები ჩააყენოს
"უკრაინა მხარს უჭერს კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო მანდატში მონაწილე ქვეყნების რიცხვის გაზრდას. ახალი, მრავალმხრივი, ინტერნაციონალური სამშვიდობო ფორმატი ერთადერთი გარანტიაა კონფლიქტის ზონებში მშვიდობის შესანარჩუნებლად", - მიიჩნევს ვიქტორ იუშჩენკო.
მისივე თქმით, უკრაინა საქართველოს აქტიურად დაეხმარება იმ ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დააზიანეს.
