მოსკოვი გუდაუთაში, ოჩამჩირესა და ჯავაში სამხედრო ბაზების გახსნას აპირებს
მოსკოვი გუდაუთაში, ოჩამჩირესა და ჯავაში სამხედრო ბაზების გახსნას აპირებს
[”ინტერპრესნიუსი”]რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შესაძლოა, სამი სამხედრო ბაზა შექმნას. ამის შესახებ ”ინტერფაქსს” მოკოვიდან სამხედრო-დიპლომატიურმა წყარომ აცნობა.
- ”სამხედრო ექსპერტები სხვა უწყებების სპეციალისტებთან ერთად სამხედრო ბაზების შექმნის საკითხზე მუშაობენ. ბაზები გუდაუთაში, ოჩამჩირესა და ჯავაში განთავსდება”, - განაცხადა წყარომ.
მისი თქმით, რუსული ბაზები უმჯობესია, იმ ადგილებზე განთავსდეს, სადაც საბჭოთა დროს სამხედრო ნაწილები იდგა. წყარო აღნიშნავს, რომ გუდაუთაში, სადაც არის სამხედრო, შესაძლოა, სადესანტო-საიერიშო ნაწილი, ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები განთავსდეს.
- ”შესაძლოა, ოჩამჩირის პორტში შავი ზღვის ფლოტის გემები, ჯავაში კი მოტომსროლელთა ბრიგადა დადგეს”, - განაცხადა წყარომ და დასძინა, რომ ამ ბაზების განთავსება მხოლოდ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შესაბამისი შეთანხმებების გაფორმების შემდეგ დაიწყება.
