საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე კვლავ რჩება რუსი ოკუპანტების ბლოკპოსტები
საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე კვლავ რჩება რუსი ოკუპანტების ბლოკპოსტები
საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე კვლავ რჩება რუსი ოკუპანტების ბლოკპოსტები.სამხედროები ე.წ. სამშვიდობო დროშის ქვეშ დგანა სოფელ პერევში, რომელიც ოსების მიერ კონტროლირებად ჯავის რაიონს ესაზღვრება.
საგუშაგო გახსნილია, აგრეთვე, გომი-საჩხერის ავტომაგისტრალზე, სადაც ყველა გამვლელ მანქანას აჩერებენ და საბარგულს უმოწმებენ.
მოსახლეობა მათთან კონტაქტში არ შედის. რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება მდგომარეობას უშუალოდ საჩხერის რაიონში, იქ აბსოლუტური სიმშვიდეა. საჩხერის მაღალმთიან სოფლებსა და კურორტებზე დამსვენებლებიც იმყოფებიან.
ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში სიმშვიდეა, კვლავ კატეგორიულ მოთხოვნად რჩება, რომ რუსმა ოკუპანტებმა სასწრაფოდ დატოვონ რაიონის ტერიტორია.
