ოკუპანტების მიერ ქართველთა ეთნოწმენდის ფაქტები გაეროს სატელიტურ რუკაზეცაა დაფიქსირებული
ოკუპანტების მიერ ქართველთა ეთნოწმენდის ფაქტები გაეროს სატელიტურ რუკაზეცაა დაფიქსირებული
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების მეშვიდე პუნქტზე, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განხორციელებულ ეთნოწმენდის ფაქტების გენპროკურატურის მიერ შესწავლას ითვალისწინებს, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ეხმაურება.მისი თქმით, ”ჩვენ ხელთ გვაქვს ეთნოწმენდის ამსახველი უამრავი მასალა. ეთნოწმენდის მსხვერპლთა ჩვენებები, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალა. გაერო-ს სატელიტურ რუკაზე აშკარად ჩანს, რომ ქართული სოფლები და ქალაქები მიზანმიმართულადაა დაზიანებული”.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამ მასალებს აერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემს და მოხდება ფაქტების სათანადო შეფასება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3734