პორტი და რკინიგზა საქართველოს ეკონომიკას უბრუნდება
ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, “საქართველოს რკინიგზას” მოუწევს სოფელ სკრასთან მომხდარი აფთქების დროს განადგურებული შემადგენლობის, ასევე, აფეთქებული ხიდისა და დაზიანებული სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაც.
არასახარბიელო სიტუაციაა საქართველოს მეორე არტერიის - ფოთის პორტის ირგვლივ. რუსი ოკუპანტები ისევ აკონტროლებენ პორტის მიმდებარე ტერიტორიას და საერთოდ ქალაქს. მართალია, ტვირთების გადაზიდვის პროცესში რაიმე შეფერხებები არ შეიმჩნევა, მაგრამ რუსი სამხედროების იქ ყოფნა სიტაუციას მაქსიმალურად ძაბავს.
არავის აქვს გარანტია, რომ ხვალ რუსები ისევ არ შევარდებიან პორტში და გემებს აფეთქებას არ დაუწყებენ. ამიტომაც, პორტი მუშაობას, შეიძლება ითქვას, კვლავ ფორსმაჟორულ ვითარებაში აგრძელებს.
თუმცა მხოლოდ პორტი კი არა, მთელი ფოთი საგანგებო ვითარებაში იმყოფება. ორ კვრირაზე მეტი გავიდა რაც რუსები საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში არხეინად დააბოტებენ და უკან დახევას არ აპირებენ.
მართალია, გუშინ საქართველოს უშიშროების საბფოს მდივანმა “სამახარბლო ცნობა” გაავრცელა, რომ ოკუპანტები ვითომდა 2 დღეში ქალაქიდან აიბარგებოდნენ, მაგრამ ამჟამად ყველაფერი ძველებურადაა.
ფოთში რუსი სამხედროების მიერ ბლოკ-საგუშაგოების დატოვების არანაირი სამზადისი არ იგრძნობა. ქალაქის შემოსასვლელსა და ნაბადას ტერიტორიაზე უკვე ორი კვირაა რუს სამხედროებს მოწყობილი აქვთ ე.წ. ბლოკ-პოსტები. აქ ისევ ინტენსიურად მიმდინარეობს სანგრების თხრა და მათ ამ სანგრებში თავიანთი ჯავშანტექნიკა ჰყავთ ჩაფლული.
ამ დროისთვის ამ ტეროტორიაზე მობილიზებულია ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი “ბმპ” და ერთი ურალის მარკის ავტომანქანა. ჟურნალისტებს ისევ აკრძალული აქვთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიახლოება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3722