საიდან უნდა აიღოს საქართველოს ეკონომიკამ სტარტი?
მაშინ რა უნდა ქნას ქვეყანამ და როგორ უნდა მოახერხოს შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლა?
ამისათვის აუცილებელია იმ საერთაშორისო დახმარების გონივრულად გამოყენება, აგრერიგ რომ გვპირდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. სპეციალისტების აზრით, აუცილებელია, რომ დახმარების დიდი ნაწილი მოხმარედეს სწრაფად შედეგის მომტან დარგებს (სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა) და არა გრძელვადიან პროექტებს (მშენებლობა, ტურიზმი), რათა საქართველოს ეკონომიკაში მალე დადგეს შედეგი როგორც ქვეყნისათვის, ისე მოქალაქეებისათვის.
- “მთავარია, რომ ათასობით ადამიანი დაკავდეს სურსათისა და სხვა პირველადი მოხმარების საქონლის წარმოებით. დიდ გრანდიოზულ პროექტებზე საუბარი დღეს გაუმართლებელი იქნება. საკმაოდ შეძლებული ფირმებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან”.
ასეთ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ იმის გამოც, რომ მათი პროდუქცია მოხმარების თვალსაზრისით, შესაძლოა, არამოთხოვნადი გახდეს. დღეს შიდა მოთხოვნა ძალიან დაბალია ქვეყანაში სწორედ იმის გამო, რომ მატერიალური რესურსები რეალურად არ არის.
გრძელვადიან პროექტებზე დღეს ვერაფერს გეტყვით, მთავარია, უახლოეს პერიოდში სიტუაცია როგორ დალაგდება. როცა პრობლემები მოგვარებული არ არის და არსებობს გარკვეული საფრთხე, გრძელვადიან ინვესტიციებზე ვერ დავკონკრეტდებით.
რაც მალე დალაგდება ხელისუფლება და მიხედავს ამ პრობლემებს, მისი მოგვარება დროულად იქნება შესაძლებელი.
- ”დევნილებს რამენაირად უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ აუცილებელი პროდუქტის შეძენის პირობები ჰქონდეთ. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ადამიანები არ დაიმშნენ და არ მივიღოთ ქვეყანაში სასურსათო კრიზისი”, - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3730