მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ შალვა დოლიძეს ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ
მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ შალვა დოლიძეს ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ
თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ შალვა დოლიძეს ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ.ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წევრები ესწრებიან. აქ იმყოფება თავდაცვის აკადემიის რექტორიც.
31 წლის შალვა დოლიძე 9 აგვისტოს ცხინვალში საომარი მოქმედებებისას დაიღუპა. მას მეუღლე და 4 წლის ვაჟი დარჩა.
მაიორ დოლიძეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 15.00 საათისთვის დაკრძალავენ.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს 17 ქართველ უცნობ ჯარისკაცსაც დაკრძალავენ.
26 ამოუცნობი ჯარისკაცი მუხათგვერდის სასაფლაოზე 28 აგვისტოსაც დაკრძალეს. ცხედრები ქართულ მხარეს 27 აგვისტოს გადმოეცა.
