რუსული სამხედრო ტექნიკა ახალგორის რაიონისკენ გადაადგილდება
რუსული სამხედრო ტექნიკა ახალგორის რაიონისკენ გადაადგილდება
რუსული სამხედრო ტექნიკა ამ წუთებში ახალგორის რაიონისკენ გადაადგილდება, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.ჯავშანმანქანებმა უკვე გაიარეს გორის რაიონის სოფლები მეჯვრისხევი, ზერტი და ბერშვეთი.
"საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უცნობია მათი მიზანი", - აცხადებენ შიდა ქართლის ადმინისტრაციაში.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, კოლონაში 36 ჯავშანმანქანაა.
