კრემლი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი ”გაერთიანებული რუსეთის სახელმწიფოს” ნაწილი გახდება
ეს განცხადება ცხადყოფს რუსეთის ჭეშმარიტ ზრახვებს საქართველოში. მანამდე კრემლი ამტკიცებდა, რომ სამხედრო ინტერვენცია საქართველოს ”აგრესიისგან” სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დასაცავად გამოიყენა. რუსული ოფიციოზი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთშო ორი სამხედრო ბაზის დაფუძნებას აპირებს. სერგეი შამბას თქმით სამედრო შეთანხმებას ერთი თვის განმავლობაში მოეწერება ხელი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, რომ ”შეთანხმება მშვიდობის, თანამშრომლობის და ორმხრივი დახმარების გასაწევად აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან” პრეზიდენტ მედვედევის ბრძანების შესაბამისად მომზადდა. აფხაზეთი აცხადებს, რომ ის რუსეთს თხოვს წარადგინოს მისი ინტერესები საზღვარგარეთ.
საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს რუსეთთან. ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის თქმით ”აფხაზებმა და ოსებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, რომ თუ ისინი რუსეთის შეუერთდებიან, ისინი ასილიმირებულნი იქნებიან და მალე საერთოდ შეწყვეტენ არსებობას.”
პრემიერმა ლადო გურგენიძის განკარგულებით საქართველომ ცალმხრივად გააუქმა 1990 წელს დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსებს სამშვიდობო მანდატის გაგრძელების საშუალებას აძლევდა.
რუსეთმა დიდი შვიდიანსაც შეუტია მას შემდეგ, რაც ამერიკამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, კანადამ და იაპონიამ რუსეთი ”საქართველოში ძალის გადამეტებაში ამხილეს და ერთობლივ განცხადებაში რუსეთს დადებული ხელშეკრულების შესრულება მოსთხოვეს.
ხუთშბათს ჩინეთისა და ოთხი აზიური სახელმწიფოსგან უარყოფილი რუსეთი აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების საკითხში მხარდაჭერის მოპოვებას მომდევნო კვირას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისგან შეეცდება. ორგანიზაცია რუსეთის და ყოფილი საბჭოთა რესბულიკებისაგან -სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი - შედგება.
ოსეთთან სამხედრო შეთანხმებას ევროკავშირის საგანგებო სამიტის მეორე დღესვე მოეწერება ხელი. საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დღის წესრიგში არ დგას, რაც საფრანგეთის საგარეო მინისტრის მანამდე გაკეთებულ განცხადებას ეწინააღმდეგება.
რუსეთი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ სანქციები ორივე მხარეს დააზარალებს. ანდრეი ნესტერენკო, საგარეო სამქეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს: ” ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი ემოციებზე გაიმარჯვებს და ევროკავშირის ლიდერები იპოვნიან ძალას უარყონ კონფლიქტის ცალმხრივი შეფასება. არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის კონფრონტაცია.”
რუსეთმა ნატოს წინააღმდეგაც გაილაშქრა და განაცხადა, რომ ნატოს ”არ აქვს მოარალური უფლება” განიკითხოს ჩვენ მიერ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების საკითხი. საგარეო უწყება ამბობს: ”რუსეთთან კონფრონტაციის და მასზე ზეწოლის გაგრძელება მიუღებელია, რადგან ამან შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს სამედრო-პოლიტიკური კლიმატის და კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3758