”ელექტრიჩკა” ჯერ არ ჩანს...
ქართველების განცხადებით, ხიდი რუსებმა დააზიანეს. სომხეთისა და აზრებაიჯანის ხელისუფლების დახმარებით სარკინიგზო გზა სწრაფად აღადგინეს. უფრო კონკრეტულად სწრაფად ხიდი კი არ აღადგინეს, არამედ სარკინიგზო ხაზი იმავე გრაკალში მდებარე სხვა - ძველ ხიდზე აღადგინეს, რომელზეც ჯერ კიდევ ბოლშევიკებამდე ცარიზმის დროს გადიოდა რკინიგზა.
მართალია რკინიგზა ორ დღეში აღადგინეს, მაგრამ სამგზავრო მატარებლებისთვის ჯერ არავის სცალია. პირველ რიგში სომხეთიდან და აზრებაიჯანიდან მომავალმა სატვირთო მატარებლებმა დაიწყეს სიარული. დღემდე ელექტრიჩკების აღდგენა თავში აზრად არავის მოსვლია.
”ელექტრიჩკებით” მგზავრობა გორიდან-თბილისამდე 1 ლარი ღირს. ამ ფასად სიარული ყველაზე მეტად დევნილებისთვისაა სახარბიელო. თუმცა როგორც ჩვენ გვითხრეს, მატარებლებს ჯერ იმიტომ არ უშვებენ, დევნილების მოძრაობა თბილისამდე განეიტრალდესო - გვითხრა ერთ-ერთმა დევნილმა, რომელსაც ნათესავები კასპის რაიონში ჰყავს, თუმცა მაინც გორში კარვების ქალაქში ცხოვრობს.
კასპის რაიონის სოფლების მეტეხის, გრაკლის, დოესის, ახალქალაქის, სასირეთის და სხვ. სოფლების მოსახლეობა სწორედ ”ელექტრიჩკების” წყალობით მოძრაობს სამსახურებში. ვინც დაუსაქმებელია კი, მაგალითად გლეხებს პროდუქტის გაყიდვა ქალაქში მატარებლით ურჩევნიათ. როგორც კი კონფლიქტი დაიწყო, მარშუტკებმა ფასს აუწიეს. მაგალითად, თბილისამდე მგზავრობა მარშუტკით სოფელ ხიდისთავიდან 5 ლარი გახდა. ფასების მომატება კი მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. მთავრობა კი ”ელექტრიჩკების” აღდგენას ჯერ არ ჩქარობს.
უფლისციხის სადისპეჩეროში გვითხრეს, რომ სავარაუდოდ საღამოს ელოდებიან ”ელექტრომატარებლის” გამოჩეს. ”როგორც მე ვიცი, დღეს საღამოს თბილისიდან ბორჯომი-თბილისის მატარებელი გამოვა. დანარჩენი რეისების შესახებ მე ვერაფერს გეტყვით” - გვითხრა სადგურის მორიგემ.
ცნობისათვის, ბორჯომის ვაგზლიდან ”ელექტრიჩკები” 8 რეისს ასრულებდნენ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3769