ომი რეიტინგს ვერაფერს დააკლებს
ამასთანავე, აღშფოთების და სერიოზული ღელვის საბაბად ანალიტიკოსმა, უცხოელი ინვესტორების, ერთობლივი საწარმოების მესაკუთრეების და სამართლებრივი მდგომარეობის შეფასების საკითხები დაასახელა რუსეთთან მიმართებაში.
ნაწილობრივ, შიფერს აღელვებს აღნიშნული კრიზისის ზემოქმედება კაპიტალის დინების გრძელვადიან პერსპექტივაზე და ისიც, თუ როგორ იყენებს მოსკოვი ანტიმონოპოლიურ და კომერციულ კანონებს, აგრეთვე - ერთობლივი საწარმოების მფლობელების ურთიერთდამოკიდებულებას.
ის ეყრდნობა Moody's სამ-მეხუთედ დროებით ჰორიზონტს, რომელიც Moody's-მა საკრედიტო რეიტინგის განსასაზღვრად გამოიყენა. რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე ომს, მან ეს ფაქტი შეაფასა, როგორც მოკლევადიანი ფაქტორი.
რუსეთში კონფლიქტამდე დაწყებულმა კაპიტალის გადინებამ, რომელმაც პიკს კონფლიქტის ესკალაციის დროს მიაღწია, ინვესტორების და ანალიტიკოსების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. ამ დროისთვის რუსეთის რეიტინგმა Fitch-ზე დაყრდნობით მიაღწია საიმედო ნიშნულს, პროგნოზი - ”სტაბილურია”. ბოლოჯერ რუსეთის ფედერაციაში მსგავსი რეიტინგი 2006 წლის ივნისში ჩაატარა.
გაცილებით კონსერვატიულ თვალსაზრისს იზიარებს რეიტინგების სააგენტო Standart&Poors. ”საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში S&P-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ”შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება” რუსეთში საკრედიტო რეიტინგის შეცვლასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ცოტა ხნის Standart&Poors -ის რუსეთის წარმომადგენლობის უფროსმა ალექსეი ნოვიკოვმა.
მისი თქმით, საფინანსო ბაზარს ყველა კონფლიქტის მიმართ გააჩნია უარყოფითი დამოკიდებულება და უპირველეს ყოვლისა იმ კონფლიქტის მიმართ, რომელშიც შეიარაღებული ძალებია ჩართული და ისეთ ხანგრძლივ კონფლიქტებთანაც, როგორთანაც ამჟამად გვაქვს საქმე.
- ”თუმცა, რუსეთის ძლიერი ფინანსური პოზიცია, უზარმაზარი რეზერვები, ბიუჯეტის პროფიციტი, და სხვა პარამეტრები ნეგატიური ეფექტის ნიველირებას ახდენენ. ამიტომ კონფლიქტის შემდგომი გამწვავება შეიძლება საკრედიტო რეიტიგის ცვლილებისათვის არასაკმარისი აღმოჩნდეს” - დასძინა ნოვიკოვმა.
”ალფა-ბანკის” ანალიტიკოსმა ნატალია ორლოვამ განაცხადა, რომ სარეიტინგო სააგენტოებისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქვეყნის ვალის პოზიციები - მისი უნარი უზრუნველყოს საგარეო ვალი.
შესაბამისად, რაც ნაკლებია ქვეყნის რეზერვები, მით უფრო რთულია ამის გაკეთება.
- ”თუმცა, კაპიტალის გადინება, რომელიც ამჟამად შეინიშნება, დროებითია. ეს არ არის ხანგრძლივი ტრენდი” - განაცხადა ექსპერტმა.
ორლოვას აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ჩაწყნარება: ინვესტორები მოიცდიან და შემდეგ უკვე შიდაეკონომიკურ სიტუაციას შეაფასებენ.
- ”თუ ეკონომიკური ტემპები შენელდა რეიტინგები ოდნავ მოგვიანებით დაიწევს"- თქვა ორლოვამ. რომ მისი აზრით რეიტინგები არ შეიცვლება.
- ”სააგენტო Standart&Poors-ის მიერ პროგნოზირებული რეიტინგის დაცემის ალბათობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიგოთ, რომ ჩვენს წინაშე დემონსტრირებული იყო მხოლოდ პირველი რეაქცია დიმიტრი მედვედევის გამოსვლაზე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე” - მიიჩნევს რუსული ბანკის კონვერსიული ოპერაციების განყოფილების უფროსი იგორ შაბანოვი.
თვით ომი და მისი შედეგები შეფასებულია როგორც არასტაბილურობის მოკლევადიანი ფაქტორი, რომლის წინააღმდეგ ოქროს ვალუტის 580 მლრდ. დოლარი და რუსეთის 40 მლრდ. დოლარი სახელმწიფო ვალი, ზომაზე მეტად შთამბეჭდავად გამოიყურებიან. ”თუმცა სიტუაცია დინამიკაში უნდა განვიხილოთ -აცხადებს ექსპერტი”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3776