ცოტნე გამსახურდია კუდ-მა დააკავა
გამსახურდია 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციურ ძალებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
მაშინ საქართველოს ტელევიზიით აჩვენეს მისი საუბრის ჩანაწერები ოპოზიციის ლიდერებთან, რომელთაც გამსახურდია ბრალს დებდა მერყეობაში თბილისში საქართველოს პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგის გამართვისას.
გამსახურდიას ასევე ბრალად ედება რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვრივმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დაკავების ფაქტი დაადასტურა.
როგორც არჩვაძე-გამსახურდიამ განაცხადა, ქართველმა სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდია გუშინ დააკავეს და მას ბრალს დღეს საღამოს წაუყენებენ.
- ”შარშან ტელეფონით რომ ისაუბრა თბილისში, ამასთან დაკავშირებით დააკავეს. ბრალს დღეს საღამოს სამშობლოს ღალატის, ხელისუფლების დამხობის მცდელობისა და ჯაშუშობის მუხლებით წაუყენებენ.
ცოტნე ”იზვესტია.რუ”-ში მუშაობდა პოლიტოლოგად”,-განაცხადა არჩვაძე-გამსახურდიამ და დასძინა, რომ არ იცის, ვინ არიან დაკავებულის ადვოკატები.
მისივე ცნობით, ცოტნე გამსახურდია ახლა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3818