სერგეი ლავროვი - ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობა გარე ძალების დახმარებით გართულდა
სერგეი ლავროვი - ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობა გარე ძალების დახმარებით გართულდა
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობა გარე ძალების დახმარებით გართულდა.სერგეი ლავროვმა პროგრამა "ვესტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზოგიერთი ძალა გარედან ცდილობს ჩრდილოეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის გამოწვევას.
მისივე თქმით, ეს რუსეთის "დასასჯელად" კეთდება, რადგან რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
"ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ ვიღაცეებს ჩრდილოკავკასიაში ბუნტის გაღვივება სურთ", - განაცხადა ლავროვმა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე მუშავდება და როგორც კი შესაძლებელი იქნება, რუსეთისა საგარეო სამქეთა სამინისტრო შესაბამის განაცხადებას გააკეთებს.
www.InterPressNews.ge
