საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიით საქართველოს ეკონომიკაზე მეტად რუსულმა ეკონომიკამ იზარ
მისი თქმით, საქართველოსთვის ეკონომიკური და ფინანსური დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან დიდი იქნება.
ხელისუფლების მთავარ ამოცანად პრეზიდენტმა ეკონომიკის გადარჩენა დასახა. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, მან აღნიშნა, რომ მთლიანობა აუცილებლად იქნება აღდგენილი, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება.
საზოგადოების ერთიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დღეებში სერიოზული ერთიანობა გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ.
"ვინც არ გაერთიანდა, ჭკუა ეყო და დაიმალა და ამისთვისაც მადლობელი ვარ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა კახეთში დღეს ახალი გუბერნატორი, დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი წარადგინა.
