ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან თურმე, სულ 66 სამხედრო დაღუპულა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან თურმე, სულ 66 სამხედრო დაღუპულა
რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დროს 66 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. "საქართველოს შეირაღებული ფორმირებების მიერ სამხრეთ ოსეთზე განხორციელებული თავდასხმის მოგერიების დროს წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების 66 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა", - განაცხადა რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ მარკინმა. მისივე თქმით, ასეთი დასკვნა რუსმა გამომძიებლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული სამუშაოების შემდეგ გააკეთეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მხარის ხელთ არსებულ აუდიომასალებში რუსი სამხედროები ერთმანეთთან დანაკარგის შესახებ საუბრებში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურეს ასახელებენ.წყარო:საინფორმაციო სააგენტო პირველი.
