რუსეთ-საქართველოს ომმა ”გაერთიანებული ტელეკომის” სახე წარმოაჩინა
ცხინვალის ომმა ბევრი პრობლემა წარმოშვა და მოჩვენებით მშვიდი გარემოს შექმნის სურვილის მიუხედავად ხელისუფლებას ჯერ კიდევ მოუწევს, ბევრ კრიტიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა. “საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის” ყაზახი ინვესტორების მფლობელომაში გადასვლის შემდეგ, ქართულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ინტერნეტ-პროვაიდერ “კავკასუს ონლაინი” ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი დაზარალებული კომპანიაა.
“პრესა.გე”-მ ამასთან დაკავშირებით ინტერვიუ სთხოვა “კავკასუს ონლაინის” დირექტორ მამია სანადირაძეს.
საქართველო-რუსეთის ომის შედეგად თქვენი რამდენიმე ანძა დაზიანდა, რამდენად სერიოზული იყო ეს ზარალი თქვენი კომპანიისთვის?
- ომისაგან მოყენებული ზარალი იმდენად მნიშველოვანი არ არის, რამდენადაც ის არაჯანსაღი გარემო, რაც ქართულ კავშირგაბმულობის სისტემაშია შექმნილი. ინვესტორი რომელმაც “საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი” 2006 წელს შეისყიდა და დაეუფლა კავშირგაბმულობის ინფრასტურქტურას, ქართულ კომპანიებს ინვესტიის განხორციელების საშუალებას აღარ აძლევს.
კავშირგაბმულობის სისტემის მდგრადობისათვის აუცილებელია ურთიერთჩართვა. ყაზახი ინვესტორების წინააღმდეგ სასამართლო ინსტაციებსა, თუ მარეგულირებელში ჩივილის მიუხედავად, 2 წელია “კავკაზუს-ონლაინს” სატელეკომუნიკაციო ჭებში კაბელი არ ჩაუდევს.
ქართული სატელეფონო კომუნიკაციების მფლობელები უხეშად არღვევენ საქართველოში მოქმედ ყველა კანონს, მაგრამ მარეგულირებელი მათთვის ფულადი ჯარიმის დაკისრებისა ან მათ წინააღმდეგ გარკვეული მკაცრი ბარკეტების ამოქმედებას არ აპირებს.
ამის მიზეზი თქვენი აზრით რა უნდა იყოს?
- ამას ერთადერთი ახსნა აქვს, ის რომ, ყაზახური კომპანიის ეს ჯგუფი არის პრივილეგირებული საქართველოს მთავრობის მიერ და მათ მფარველობენ ხელისუფლებაში მოკალათებული ოლიგარქები. ცხინვალის მოვლენებისა და რუსეთის დაბომბვებმა ნათელი გახადა, რომ საქართველოში არ არსებობს სახელმწიფოებრივი მიდგომა კავშირგაბმულობის სისტემის განვითარებისადმი.
8-9 აგვისტოს, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს ბომბავდა და მიმდინარეობდა გამძაფრებული ინფორმაციული ომიც, “კავკასუს ონლაინმა” მარაგულირებელი კომპანიისაგან მოითხოვა ნებართვა, რომ ”მაგთისა” და ”ჯეოსელის” დასახმარებლად ჩაედო 200 მეტრიანი კაბელი მეტრო რუსთაველსა და სათავო ოფისს შორის იმ მიზნით, რომ საომარ ვითარებაში კავშირი არ შეწყვეტილიყო.
მარეგულირებელისაგან მიღებული სპეციალური ნებართვის მიუხედავად ყაზახური კომპანიის ბრძანებით ჭაში ჩადებული კაბელი უკან ამოგვაღებინეს. იმ პირობებში, როცა რუსეთი გვბომბავს, როდესაც ინტერნეტ-საიტებზე ვირუსული შეტევები ხორციელდება, შენ, ქართველი მოდიხარ და მე მებრძვი?
ეს იგივეა, რომ შუა ომში ჯარისკაცს იარაღი წაართვა. დაბომბვების გამო რამდენიმე ანძა დაგვიზიანდა, მოხდა მობილური კავშირების ბლოკირება. არადა, ქართული სარდლობა ერთმანეთს მობილური ტელეფონებით უკავშირდებოდა.
კი, მაგრამ კომპანია-ინვესტორმა საქართველოს კანონმდებლობით საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, განევითარებინა არსებული კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურა.
- ყაზახების ინტერესია არა ქართული კავშირგაბმულობის სისტემის გაუმჯობესება, არამედ მისი გამოყენება საკუთარი მოგებისთვის და საკუთარი ქვეყნის სატრანზიტო მაგისტრალისთვის. დღემდე მათ კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის არაფერი გაუკეთებიათ.
აქამდე შედარებით ჩუმად ვიყავით, მაგრამ ამ ომმა გვაჩვენა, რომ ეს ძალიან სახიფათო პროცესია. ამას უნდა მიეცეს პოლიტიკური დატვირთვა. როდესაც რუსეთის ტანკები თბილისისკენ იწევდნენ, აქ მთავრობის თანამდებობის პირებიდან აღარავინ იყო. დავრჩით ისევ ჩვენ - ძველები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავალი და არ გავჩერდებით, სანამ კავშირგაბმულობა არ იქნება ცნობილი სტრატეგიულ დარგად.
კეთილი ინებოს და ყველა უცხოელმა ინვესტორმა შეასრულონ ქართული კანონმდებლობა.
შესაძლოა ყაზახებს აქ პატარა ყაზახეთი უნდათ, რუსებს პატარა რუსეთი, და ქართული ეკონომიკისთვის ადგილი აღარ რჩება. რუსულ კომპანია “ბილაინს”, როცა უნდა და სადაც უნდა იქ ჩადებს თავის კაბელს, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ჩვენ მთავრობას სასათბურე პირობებში ჰყავს.
მაშინ, როცა მთავრობა ვერ ხვდება სახელმწიფოებრივი ინტერსების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრას, იქნებ თქვენ გეცადათ მათი დარწმუნება?
- მე არ ვაპირებ შავი ბიზნესის წარმოებას. მომცენ საშუალება, რომ კეთილსინდისიერად ვიმუშაო და სახელმწიფო ბიუჯეტში ფული შევიტანო. შავი ბიზნესით შესაძლოა მხოლოდ მთავრობაში მოკალათებული ოლიგარქები მდიდრდებიან.
აღმოსავლეთ ევროპაში ყველა კომპანიას აქვს მწვანე შუქი ანთებული ვინც კი მათ კავშირგაბმულობის სისტემაში ინვესტიციის განხორციელებას გადაწყვეტს.
თვენახევრის ვადაში შეუძლიათ კაბელის ჩადება. საქართველოში კი წელიწადნახევარი დავრბივარ სხვადასხვა სამინისტროებში იმისათვის, რომ კაბელის ჩადების უფლება მომცენ.
ბულგარეთიდან ფოთამდე შავი ზღვის ფსკერზე უპრობლემოდ გავიყვანე კაბელი ორ თვეში და საკუთარ ქვეყანაში ვითხოვ, რომ ნუ დამჩაგრავენ.
თანამედროვე მსოფლიოში კავშირგაბმულობის სიტემის მდგარდობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს...
- ევროკავშირში რომ შევიდეთ, ეს სფერო მყარი და მოწესრიგებული უნდა გვქონდეს. სხვა ქვეყნის პრეზიდენტს სულ არ აინტერესებს შენი სახელმწიფოებრივი ინტერესები. იმის მაგივრად, რომ მთავრობა ქართულ კომპანიებს გვერდში დაუდგეს, პირიქით ყველაფრის უფლებას აძლევს ინვესტორს ყაზახეთიდან, ფასები 10-ჯერ გაგვიზარდეს.
ამჟამად ერთ კვადრატულ მეტრში 1’600 ლარს ვიხდით. ასეთი წერტილი სულ 30 გვაქვს. ესე იგი გადასხდელი ყოველთვიურად გამოდის 180’000 ლარი...
მარეგულირებელში ვთხოვთ, რომ ასეთ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება აღკვეთოს. ჩვენ გული შეგვტკივა საქართველოს ბედზე, ორი ანძის წაქცევით საქართველომ არ უნდა დაიჩოქოს.
დასავლეთიდან დამოუკიდებელი კაბელი შემოვიყვანეთ და ამაში ვართ ლიდერები, არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე. ხელისუფლებამ კი ეს უნდა დაინახოს და დააფასოს.
დაბომბვების დროს საქაერონავიგაციას დაუბომბეს რადარი და ჩვენ მივაწოდეთ სათადარიგო რადარი. ამ ომმა ძალინ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და მათ პასუხები უნდა გაეცეთ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3921