"ადამიანის უდლებათა ცენტრის" ცნობით, სოფელ სამთაწყაროში გლეხებს ყურძენი ვენახებში ულპებათ
გურჯაანის ღვინის ქარხნის დირექტორის კობა კობახიძის თქმით, "ქარხანას აქვს სურვილი, ყურძენი მიიღოს, მაგრამ ორგანიზაციას, რომელსაც ჩვენთან ყურძნის მიღებაზე ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, კონტრაქტი ამ დრომდე არ გაუფორმებია. შესაბამისად, ყურძენს ჯერჯერობით ვერ მივიღებთ".
ს/ს "კოტეხის ღვინის ქარხნის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ეკა ქოროღლიშვილის თქმით კი, ამ დროისთვის სპონსორთან გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც არ იციან, როგორ დამთავრდება.
"მოლაპარაკების ფარგლებში საუბარია მხოლოდ თეთრი ყურძნის მიღებაზე (1 კილოგრამი 20 თეთრად), რასაც დაემატება სახელმწიფო სუბსიდიით გათვალისწინებული თანხა, 15 თეთრი. საფერავის მიღებას საერთოდ არ ვგეგმავთ, თუ არ დაგვავალეს",-აღნიშნა ქოროღლიშვილმა.
დედოფლისწყაროს ღვინის მარნის დირექტორის გოდერძი გონაშვილის თქმით, "ამ დღეებში ვაპირებდით ყურძნის მიღებას, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რადგან არ გვაძლევენ ვაუჩერებს, რომლითაც გლეხი დამატებით მიიღებს სუბსიდიით გათვალისწინებულ თანხას. ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ღვინის ქარხნის სასწორი წელს შემოწმებული არ არის. ამას კი დრო სჭირდება, მინიმუმ 15 დღე მაინც. 1 კილოგრამი საფერავის ჩაბარებას 35 – 40 თეთრად ვგეგმავდით".
