გორის რაიონის სოფელ კარბის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
გორის რაიონის სოფელ კარბის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
"ინტერპრესნიუსს" ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა სოფლის მკვიდრი თამაზ ბიძინაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ სოფელში დაბომბვის შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა. ისინი მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, დაახლოებით, 30-40 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩამარხეს და ახლა გვამების ხრწნის გამო სოფელში ცხოვრება თითქმის შეუძლებელია.
კარბის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, რათა მოხდეს გარდაცვლილების დროებითი საფლავებიდან ამოღება და მათი დაკრძალვა. სოფელში საჭიროა დეზინფექციის ჩატარებაც.
თავად თამაზ ბიძინაშვილს დედა საკუთარი სახლის სარდაფში ჰყავს დაკრძალული.
წყარო:InterPressNews.ge
