სტუდია "მაესტროს" სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება
სტუდია "მაესტროს" სასამართლო პროცესი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ ხვალ განახლდება
როგორც "ინტერპრესნიუსს" მოსარჩელე მხარის, "მაესტროს" ადვოკატმა თამარ კორძაიამ განუცხადა, ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლე მხარეებს შეკითხვებს დაუსვამს, რის შემდეგაც მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა და საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება.
"მაესტრო" კომუნიკაციების კომისიის იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც უარი ეთქვა ლიცენზიის შეცვლაზე ან ახალი ლიცენზიის მინიჭებაზე.
"მაესტრო" მოითხოვს, მიეცეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წარმოების და ტრანსლირების ლიცენზია.
წყარო: http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=250&info_id=241190