გლეხებს ყურძენი ქარხნებთან ულპებათ
- ”3 დღის დაკრეფილი ყურძენი უვე მჟავდება და შესაბამისად მისი ფასიც კლებულობს. თუ ყურძნის რეალიზაციას უახლოს პერიოდში ვერ მოვახერხებთ, მთელი წლის მოსავალი ქარხანასთან დაგვილპება” - აცხადებენ გლეხები.
რადიო ჰერეთი კომენტარისთვის კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაუკავშირდა. გუბერნატორის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ რიგები ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
მისივე თქმით, რიგები ქარხნებში ავზების გადავსებამ გამოიწვია და ყურძნის ჩაბარება დღის ბოლომდე აღდგება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4021