საბაბი, რათა დაიჯერო
94-ში ქუჩაში გამოსული ხალხი ის ხალხია, რომელიც დღეს ”ედინაია როსიას” ელექტორატს წარმოადგენს. მაგრამ მაშინ ეს ხალხი ამბობდა: ”მოდით, ჯერ კარგად გავარკვიოთ ყველაფერი, და თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს, მაშინ ვისროლოთ.” ეს გაჭირვებული და სიღარიბეში მცხოვრები ეს ადამიანები ინტერესედებოდნენ ეთერში გასული ყოველი რეპორტაჟით, ჩეჩნეთის ომის შესახებ, ყოველი კომენტარით.
ჩეჩნეთის მეორე ომის დროს სიტუაცია შეიცვალა: ადამიანები 99 წლის ბოლოს ნელ-ნელა გამდიდრდნენ და ბედნიერებიც გახდნენ. და მათ ულაპარაკოდ მიიღეს ხელისუფლების ვერსია იმის შესახებ, როგორ და რატომ დაესხა შამილ ბასაევი თავს დაღესტანს. და მათ მოეწონათ ყოფილიყვნენ ერი, რომელიც ასეთ წარმატებულ ომებს ახორციელებს. მათ არ გაუპროტესტებიათ ომი, მაშინვე დაიჯერეს, რომ ეს აუცილებელი იყო. ისინი დაეთანხმნენ კანონს, რომელიც ტერორისტებს უკრძალავდა საუბარს, რადგან ამით მათ მტრის აზრის მოსმენის არანაირი შანსი აღარ რჩებოდათ.
აქედან მოყოლებული, სურვილი - არ იცოდე არაფერი - ცხოვრების წესად ექცათ რუსებს. რუსეთის მოქალაქე დიდი ენთუზიაზმით იღებს ხელისუფლების ნებისმიერ ვერსიას ნებისმიერი ფაქტის შესახებ: ჩეჩნეთის, ხოდორკოვსკის, სუვერენული დემოკრატიის, ბესლანის, საქართველოს შესახებ - მსგავსად მოტყუებული ქმრისა, რომელიც ასევე სიხარულით იჯერებს ცოლის ყველაზე ფანტასმაგორიულ ახსნას იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა მის საწოლში შიშველი მამაკაცი. რადგან ქმარს ძალიან უნდა დაიჯეროს. რადგან თუ დაიჯერებს, მაშინ შემდგომშიც შეუძლია თვითკმაყოფილებით აღვსილმა იცხოვროს. ხოლო თუ დაეჭვდება, მაშინ უბედურად იგრძნობს თავს და იძულებული იქნება თავისი კომფორტული ცხოვრება თავადვე დაანგრიოს.
დაიჯერე ყველანაირი სისულელე და დარჩები წარმატებულ ადამიანად. შეიტან თუ არა ეჭვს, თავს მაშინვე ერთ საცოდავ რქიან ვინმედ იგრძნობ.
იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოებრივ აზრზეც. დაუჯერებ ტელევიზორს და დაინახავ, როგორ იმართება რუსეთი წელში. და თუ არ დაუჯერებ, მხოლოდ ღმერთმა იცის, რა სამწუხარო სიმართლეს მიხვდები, საკუთარი თავის შესახებ.
რა თქმა უნდა, ადამიანები უჯერებენ ტელევიზორს და ეს გასაგებიცაა. ბევრს არ ძალუძს მოიკრიბოს ძალა და დაეჭვდეს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4017