დამკვირვებლების ოკუპირებულ ტერიტორიებზე არშეშვების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვენაში გაგრ
დამკვირვებლების ოკუპირებულ ტერიტორიებზე არშეშვების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვენაში გაგრძელდება
საერთაშორისო დამკვირვებლების ოკუპირებულ ტერიტორიებზე არშეშვების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვენაში გაგრძელდება. ამის შესახებ ეუთოს ეთნიკური უმცირესობების საკითხთა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მოსკოვსა და თბილისშიც გაიმართება. "მე თავად მქონდა სურვილი, შევსულიყავი ცხინვალში, მაგრამ ვერ შევძელი - ამის უფლება არ მომცეს. საგანგაშოა, რომ ქართველი მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ და პრობლემის გადასაჭრელად ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრა მოვახერხოთ" - განაცხადა ვოლებეკმა. როგორც ცნობილია, ეუთოს მისიის 20-კაციანი დელეგაცია სამხრეთ ოსეთში არ შეუშვეს. ამასთან, რუსეთმა გუშინ ეუთო-ში დამატებითი სადამკვირვებლო კონტინგენტის საქართველოში გაგზავნის საკითხზე მოლაპარაკებები დაბლოკა.წყარო: საინფორმაციო სააგენტო პირველი.
