ცოტნე გამსახურდიამ გირაოს თანხა - 20 000 ლარი 40 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს
ცოტნე გამსახურდიამ გირაოს თანხა - 20 000 ლარი 40 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს
სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. როგორც "პირველს" ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ცოტნე გამსახურდია 20 000 ლარის ოდენობის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მისივე თქმით, გამსახურდიამ აღნიშნული თანხა 40 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს. ადვიოკატი იმედს გამოთქვმას, რომ უახლოეს მომავალში საქმის წარმოება საერთოდ შეწყდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა განმარტებები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გამსახურდია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 3 სექტემბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გამსახურდიას ჯაშუშობაში, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობასა და მოქალაქისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში ედება ბრალი, რაც თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.www.pirveli.com.ge
