სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში დირექტორმა რელიგიის სწავლება გააუქმა
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში დირექტორმა რელიგიის სწავლება გააუქმა
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა უტიაშვილმა მოსწავლეთა და მშობელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, სკოლაში რელიგიის სწავლება გააუქმა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, დირექტორი მომხდარს სკოლის დაფინანსების სიმწირით ხსნის. "დირექტორი განსხვავებული აზრის მქონე მასწავლებლებს დევნის, ამ ნიშნით რამდენიმე პედაგოგი სკოლიდან უკვე გაათავისუფლეს. მე მათ მხარს ვუჭერდი, ამიტომაც რელიგიის გაკვეთილებიც გააუქმეს", - აცხადებს რელიგიის მასწავლებელი დავით დუგლაძე. პედაგოგებმა საჩივრით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართეს, თუმცა სამინისტროდან ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა.www.pirveli.com.ge
