რუსეთმა და საფრანგეთმა საქართველოს ომის გამო უთანხმოება გვერდზე გადადეს
”უთანხმობეები იყო, რასაკვირველია, მაგრამ ისინი დიალოგის მეშვეობით უნდა გადაიჭრას,” - განაცხადა ფილონმა მთავრობის ოფიციალური პირებისა და ბიზნესმენების წინაშე პრემირ-მინისტრ პუტინის თანახელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე.
ფილონი სოჭში იმ დროს გაფრინდა, როცა ევროკავშირი რუსეთთან შემდგომ ურთიერთობებს განიხილავს. ევროკავშირმა მოსკოვის შეჭრა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად გააკრიტიკა. ევროკავშირის წევრები გაყოფილნი არიან იმ საკითხში, თუ როგორი ურთიერთობები დაიჭირონ თავიანთ უდიდეს ენერგო-მომწოდებელთან და უმთავრეს სავაჭრო პარტნიორთან. ევროკავშირს არ დაუწესებია სანქციები რუსეთის მიმართ, მაგრამ შეაჩერა მოლაპარაკებები შემდგომ თანამშრომლობაზე.
”ჩვენ გვინდოდა ეს დიალოგი სწორედ ახლა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პატრნიორობის განმტკიცება ეროკავშირსა და რუსეთს შორის, საფრანგეთსა და რუსეთს შორის,” - განუცხადა ფილონმა პუტინს პარასკევს პირველ შეხვედრაზე.
განხეთქილება ევროკავშირში
ფილონის კომენტარები ხაზს უსვამს ევროკავშირის წევრებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას. ზოგიერთი წევრი, მსგავსად საფრანგეთის, გერმანიის და იტალიისა, ცდილობს რუსეთთან ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინოს, მაშინ, როცა ყოფილი საბჭოთა სატელიტები უფრო ქმედითი ზომების გატარებას მოითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ.
პუტინმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ საფრანგეთთან ურთიერთობებზე საქართველოს კრიზისმა გავლენა ვერ მოახდინა.
ფილონმა პუტინს განუცხადა, რომ სარკოზი კმაყოფილია, რომ მიმდინარეობს დადებული ხელშეკრულების შესრულება. მან თქვა, რომ ეს იყო დიალოგის დაწყების ამოსავალი ევროკავშირ-რუსეთს შორის ახალი შეთანხმების თაობაზე.
- ”ევროკავშირის პოზიცია ნათელია: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება დაუყოვნებლივ, როგორც კი მედვედევ-სარკოზის გეგმა შესრულდება,” - განაცხადა მან. ”არ არსებობს მიზეზი, რომ არ გაგრძელდეს მოლაპარაკებები მომდევნო თვეს”.
ევროკავშირთან დიალოგის განახლება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რამდენადაც ის ცდილობს შეეწინააღმდეგოს ევროკავშირისადმი აშშ-ს მოწოდებას - ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ მოსკოვზე ზეწოლის მოსახდენად.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4050