ლუკაშენკო მოსკოვს უპირისპირდება
ლუკაშენკო მოსკოვს უპირისპირდება
იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის პოლიტიკა ბელორუსიის სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროპის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ საუბარია ინტერვიუში, რომელიც ლუკაშენკომ "ფაინეშნლ თაიმსს" მისცა. ბელორუსიის ლიდერი არ მალავს, რომ რუსეთი გააღიზიანა, როდესაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. "ღმერთმა ნუ ქნას, რუსეთმა იგივე გააკეთოს ბელორუსიის მიმართ. ამ შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს უკომპრომისოდ და ნებისმიერი მეთოდით უნდა შეეწინააღმდეგოს", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ამასთან, ბელორუსის ლიდერმა პირველად აღიარა ისიც, რომ დასავლეთის პოზიცია მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.წყარო: საინფორმაციო სააგენტო პირველი
