რუსი სამხედროები სოფელ ფიჩორში 1000-კაციან სატანკო ნაწილს აშენებენ
რუსი სამხედროები სოფელ ფიჩორში 1000-კაციან სატანკო ნაწილს აშენებენ
წყაროს ინფორმაციით, ფიჩორში, სავარაუდოდ, რუსული სატანკო ნაწილი განთავსდება.
"ეს ნაწილი 1000 სამხედროზე იქნება გათვლილი. მთავარი შენობისთვის საძირკველი უკვე გაჭრილია. ფიჩორის მიმართულებით რუსული სამხედრო ავტომობილებით უწყვეტად გადააქვთ სამშენებლო მასალები და იქ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მხოლოდ დღეს სოფლის მიმართულებით სამშენებლო მასალებით დატვირთული 15 სატვირთო მანქანა გავიდა", - განაცხადა წყარომ.
მისი თქმით, რუსი სამხედროები ასევე მუდმივად გადაადგილდებიან ადმინსტრაციულ საზღვარზეც.
"ისინი კვლავ რჩებიან გალის რაიონის სოფლებშიც. ერთ-ერთ მცირე ბაზას სავარაუდოდ, სოფელ მეორე ოტობაიაშიც ააშენებენ", - განაცხადა წყარომ.
www.InterPressNews.ge
