არახუთდღიანი ომი
სამი წამალი, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე დაავადება - ტყუილი, მონობა, სიკვდილი. ამიტომ, თავისუფლება იქაა, სადაც ექიმი ვალდებულია აცნობოს ადამიანს, რომ მისი ავადმყოფობა განუკურნებელია. მონობა იქაა, სადაც ადამიანი თავად ამბობს უარს იმის გაგებაზე, რითაა ავად.
თუ რუსეთში დაიწყება რევოლუცია ან ჩეჩნების შეტევა, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება მაშინვე ჩაერიოს ჩამოგდებული ხელისუფლების ან გასანადგურებლად განწირული ერის გადასარჩენად. აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ობიექტური სასამართლო, ეს სწრაფი ვერ იქნება. ქვეყნები, რომლებიც ემეზობლებიან რუსეთს, ვერ ჩაითვლებიან რუსეთის პრობლემების ობოექტურ განსმჯელებად. არ შეიძლება ჩარევა, თუ ის საკუთარი მოქალაქეების დიდი რაოდენობის მსხვერპლამდე მიგიყვანს. შეუზღუდავი ჩარევის მზადყოფნა - ქაოსისკენ მიმავალი გზაა.
ყველას აქვს დახმარების უფლება?
არც ისე ცუდადაა საქმე: ხშირად დახმარება შესაძლებელია. მაგრამ საფრთხის შეფასება არ შეუძლია მას, ვისაც ჩარევის სურვილი აქვს. რაც უფრო დიდია საფრთხე, მით უფრო აუციელებლია მიუკერძოებელი განმსჯელი. თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნებს შორის მესამე მოსამართლე არის გაერო.
საერთაშორისო ურთიერთობა ისევე შეიძლება გავიგოთ, როგორც ურთიერთობა სხვადასხვა ბინებში მცხოვრებლებს შორის. ერთ ბინაში ცხოვრობენ ზრდასრული ადამიანები, რომელთაც გამშველებელი არ სჭირდებათ. მათ არ ეშინიათ ერთმანეთის მხრიდან წამოსული უსამართლობის ან მზად არიან შეეგუონ ამ უსამართლობას.
ჩემს მეზობელს არ აქვს უფლება სახლში შემომივარდეს, მაშინაც კი, როცა მას ეჩვენება, რომ ცოლს ან ჩემს შვილს ვკლავ. მან უნდა გამოიძახოს მილიცია, თუ არადა, ქაოსი გარდაუვალია” ნებისმიერი აგრესორი განაცხადებს, რომ სხვის ბინაში (ქვეყანაში) იმიტომ იჭრება, რომ, როგორც მეზობელი, დარწმუნებულია, რომ იქ კატასტროფა გარდაუვალია.
თანამედროვე სამყაროს ხშირად უწოდებენ ”გლობალურ სოფელს”, მაგრამ რუსეთში საუბრობენ ”ერთიანი სახლის” შესახებ. ადამიანები დიდხანს ცხოვრობდნენ კომუნალებში. მათ დღემდე მიაჩნიათ, რომ სხვისი ბინა - მხოლოდ ოთახია საერთო საცხოვრებელში, სხვისი ქვეყანა, სხვისი ცოლები და შვილები - კომუნალის ნაწილები არიან, ისინი ”საერთოა”. კომუნალურ ბინებში ძალიან ეშინოდათ მილიციის და მას არ იძახებდნენ, მაგრამ თამამად ერეოდნენ ახლობლების ცხოვრებაში.
რუსეთის ბევრი მოქალაქე დარწმუნებულია, რომ მეზობელთან უნდა შეიჭრა ისე, რომ არ დაელოდო მილიციას.
სხვისი კარის მტვრევა არ შეიძლება. თავდაპირველად უნდა დაარწმუნო სხვები, რომ სახეზეა კატასტროფა. თუ ვინმე ყვირილს იწყებს, რომ დარწმუნების დრო არ არის და მეზობლის კარის შემტვრევა აუცილებელია, ეს სიგნალია არა იმის, რომ საფრთხე ძალიან დიდია, არამედ იმის, რომ მოტყუების რისკი უდიდესია.
ამავე დროს მომრიგებელი ხომ არ შეიძლება იყოს ბრალმდებელი ან ის, ვინც პირადადაა დაინტერესებული ბრალდებულის ბედით. რუსეთი, რომელიც საქართველოს ესაზღვრება და ცოტა ხნის წინ მისი ტერიტორიის ნაწილი დაიპყრო, არ შეიძლება იყოს ობიექტური მომრიგებელი საქართველოსთვის.
საქართველოდან დახმარების ხმები ისმოდა, მაგრამ ყვიროდნენ რუსეთის არმიის პოლკოვნიკები და გენერლები, რომლებიც ”სამხრეთ ოსეთის მინისტრები” იყვნენ ამავე დროს.
რა არის გენოციდი?
კრემლმა დაიწყო ომი იმ საბაბით, რომ საქართველომ ოსებს გენოციდი მოუწყო. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”ბატონ სააკაშვილს მოსწყინდა მთელი ეს დიპლომატია და მან ასე, უბრალოდ გადაწყვიტა მოეშორებინა მისთვის ხელისშემშლელი ოსები” (15.08.2008).
ჯერ-ჯერობით ცნობილია გენოციდის სამი შემთხვევა: სომხების გენოციდი თურქების მეირ პირველი მსოფლიოს ომის დროს, ებრაელების გენოციდი ჰიტლერელების მიერ, გენოციდი რუანდის ტუტსის 1994 წელს ხუტუს ხალხების მიერ. გენოციდი არის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული პიროვნულობისადმი, როგორც ეროვნული ჯგუფის ნაწილის, ამ ჯგუფის განადგურების მიზნით.
მაგალითად, რუსეთს არ ჩაუდენია ჩეჩნების გენოციდი, რადგან ჩეჩნეთში რუსული ბომბები ერთნაირად კლავდა ჩეჩენსაც და რუსსაც, და ამავე დროს ჩეჩნებისთვის მოსკოვში, ხელისუფლებაში ხელი არავის უხლია.
საქართველოს არ ჩაუდენია ოსების გენოციდი, რადგან ათეულობით ათას ოსს, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვა სოფლებში ცხოვრობენ, არ განუცდიათ არავითარი დევნა.
რამდენია ეს ”დიდი მსხვერპლი”
როცა რუსეთის ხელისუფლებამ ”ოსების გენოციდზე” განაცხადა, ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ მოკლულია ძალიან ბევრი: 1600 ადამიანი. ”გენოციდი” აქ იხმარებოდა ”მასიური მკვლელობების” მნიშვნელობით. იგულისხმებოდა, რომ სანამ ქართველები ათობით ოსს ხოცავდნენ, ჩარევა არ იყო აუცილებელი.
ომის დაწყებიდან მალევე, რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ მსხვერპლი ათასობით სულაც არ ითვლებოდა. თავდაპირველად მსხვერპლის რაოდენობა 5 ათეულით განისაზღვრა, შემდეგ 150-ით, მათ შორის ნახევარზე ცოტა იყო მშვიდობიანი მოსახლე. ხოლო ”გენოციდი”, როგორც ”მასობრივი მკვლელობა”, ხდება, როცა მშვიდობიან მოსახლეებს ხოცავენ.
იყო შემოთავაზებული რამდენიმე ახსნა იმისა, თუ რატომაა მსხვერპლი გაცილებით ნაკლები: თითქოს ქართველი სამხედროებმა დაწვეს გვამები, ზოგიერთი ცხედარი ჩუმად დამარხეს და ასე შემდეგ. თუმცა ამ ახსნებს ჩიხამდე მივყავდით: თუ დამკვირვებლების თვალისგან გვამების მოშორება მოხდა, როგორ განიზასღვრა ციფრი - 1600 დაღუპული?
ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ 150 მოკლულიც - დანაშაულია. ეს განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს და რაც მთავარია: რა საჭირო იყო, ფაქტების გარეშე 1600 დაღუპულზე საუბარი?
გენოციდი არ ყოფილა, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა ორივე მხრიდან, ხოლო განსაკუთრებული ზრუნვა იმისათვის, რომ არ დაშავებულიყო მშვიდობიანი მოსახლეობა, არ გამოუჩენიათ, პირველ ყოვლისა, რუს სამხედროებს. ცხინვალი არ განადგურებულა სრულად, როგორც კრემლმა 9 აგვისტოს განაცხადა: იქ მხოლოდ შენობების 10% დაინგრა, თანაც რუსი სამხედროების დაბომბვის შემდეგ.
ვინ დაიწყო პირველმა?
არ იქნებოდა კითხვის დასმა სწორი იმის შესახებ, ქართველებმა ”დაიწყეს პირველებმა” თუ ოსებმა. ყველაფერი, რაც ოსეთში ხდება, საქართველოს საშინაო საქმეა. მთავარია რუსეთმა ”დაიწყო პირველმა” თუ საქართველომ.
სხვათა შორის, თვით არასწორ კითხვაზეც კი შესაძლოა სწორი პასუხის გაცემა. პირველმა დაიწყო რუსეთმა, როცა 2008 წლის გაზაფხულზე თავისი სადესანტო ნაწილები აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიაზე შეიყვანა.
პირველმა ომი დაიწყო რუსეთმა, როცა 5 და 6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა საქართველოს თავზე დაიწყეს ფრენა.
პირველმა რუსეთმა დაიწყო, როცა ”ოს სეპარატისტებს” სათავეში 2008 წლის აგვისტოში ჩაუდგნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და უსაფრთხოების უწყებების გენერლები და პოლკოვნიკები. ”პრეზიდენტმა” კოკოითიმ მინისტრების პოსტებზე 2006-2007 წლებში სწორედ ისინი დანიშნა.
სროლები ქართველებსა და ოსებს შორის - რომლებიც რუს სამხედროებს ემორჩილებოდნენ, მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ 29 ივლისს ოსებმა ქართული სოფლების დაცხრილვა საარტილერიო მსხვილკალიბრიანი იარაღით დაიწყეს. 4 აგვისტოს ეს ფაქტი რუსმა გენერალმაც დაადასტურა, რომელიც ”სამშვიდობოებს” ხელმძღვანელობდა.
რუსულმა პროპაგანდამ ომს ”ხუთდღიანი” უწოდა, თუმცა ის ხუთდღიანი არ ყოფილა: ის დაიწყო 8 აგვისტოზე გაცილებით ადრე და არ დასრულებულა სექტემბერშიც, რადგან ახლაც რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე არიან.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალამდე მიიყვანა სამხედროები, განაცხადა ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გასცა ბრძანება საომარი მოქმედებების დაწყებაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ რუსეთი მალე დაიწყებს თავისი სამხედროების შემოყვანას როკის გვირაბში.
ადვილი გასაგებია, საქართველოს პრეზიდენტმა რატომ გააუქმა ბრძანება. საქართველოს პრინციპში არ შეეძლო რუსული აგრესიის მოგერიება. საკმოდ დიდია სხვაობა 140 მილიონიან ქვეყანასა და 4 მილიონიან ქვეყანას შორის. საქართველოს ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია ერაყში იმყოფებოდა. გარდა ამისა, უკანასკნელ წუთამდე საქართველოს არ შეეძლო დაეჯერებოდა, რომ რუსეთი პირდაპირ შეტევაზე წავიდოდა. პოლიტიკოსების უმრავლესობა კი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი თავს დაესხმოდა, მაგრამ აფხაზეთის მხრიდან.
შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, რუსმა პოლკოვნიკებმა განაახლეს ქართული ნაწილების დაბომბვა.
საქართველოს პრეზიდენტმა დაზვერვისგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთის 58-ე არმია საქართველსოკენ მოძრაობას იწყებს. მან გადაწყვიტა აგრესიას დაპირისპირებოდა და სამხედრო ბაზა დაეკავებინა, რომელიც რუსების მიერ წინასწარ იყო მომზადებული ჯავაში. ამისათვის ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალში უნდა შესულიყვნენ.
კრემლის პროპაგანდა ზოგჯერ ამბობდა, რომ სააკაშვილი ”პროვოკაციას წამოეგო” ან ”შეცდომა დაუშვა”. ამგვარივე წარმატებით შეიძლება ილაპარაკო, რომ ნაპოლეონმა გადაიარა რა იემანი, ”რუსეთის პროვოცირება მოახდინა ომი დაეწყო”.
შენს ქვეყანაში შემოჭრილი და შენზე მრავალგზის აღმატებული მტრის მოგერიება, პატრიოტული ვალის შესრლებაა. თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, არის თუ არა პატრიოტული ვალის აღსრულება შეცდომა თუ გმირობა.
ის რომ რუსეთის მეომრებმა საქართველოზე შეტევა უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე ქართველები ცხინვალისკენ დაიძვრებოდნენ, მაშინვე ცხადი გახდა ყველანაირი ნიშნით. რუსული არმია ხომ 8 აგვისტოს, გამთენიისსას, 5 საათისთვის საქრთველოში აღმოჩნდა.
პირველი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზეთში ”კრასნაია ზვეზდაში” გამოჩნდა (საინტერესოა, რომ სახელწოდება ბოლშევიკური დარჩა). 3 სექტემბერს იქ დაიბეჭდა კაპიტან სიდრისტის მონაყოლი: ”7 აგვისტოს მოვიდა ბრძანება ცხონვალისკენ გადაადგილების. აგვყარეს განგაშზე და მარშ. მოვედით, განვლაგდით, ხოლო უკვე 8 აგვისტოს ისეთი დაიწყო...”
დასახლება ”ნიჟნი ზარამაგი” გვირაბიდან 2 კილომეტრშია. ცხინვალის დაბომბვა რომ დაინახო, გვირაბი უნდა გაიარო. პოლკმა ცხადია, გვირაბი გაიარა და ცხინვალამდე რაღაც წერტილში გაჩერდა, როგორც ჩანს, სამხედრო ბაზაზე ჯავაში, რომელიც ადრევე ააგეს ამ დროისათვის.
ამ სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, როცა მას უკვე მიაქციეს ყურადღება, მის ინტერნეტ-ვერსიაში სასწრაფოდ ცვლილების შეტანა მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტმა თავიდან განაცხადა, რომ სამხედროები მიდიან ცხინვალზე, რათა კონსტიტუციური წესრიგი აღადგინონ. მას ჯერ კიდევ არ შეეძლო ეთქვა, რომ რუსის ჯარი საქართველოში შემოვიდა - იმ დროისთვის მხოლოდ საქართველოსკენ გადაადგილება დაიწყეს. უნდა შეგახსენოთ, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა - აბსოლუტურად კანონიერი მიზეზია ხელისუფლების სამოქმედოდ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე.
საქართველოს ქმედება არ იყო ”გამცემლური”, როგორც შემდგომში კრემლის პროპაგანდამ განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი და სამხედროები თავისი გადაწყვეტილებების შესახებ პირდაპირ ეთერში ტელევიზიით აცხადებდნენ, ასე რომ, ცხინვალის მაცხოვრებლები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ იწყებოდა საომარი მოქმედებები. და პირიქით, რუსეთის ხელისუფლება მაშინაც და მოგვიანებითაც ყველა გადაწყვეტილებას ასაიდუმლოებდა და ახმოვანებდა გასული თარიღით.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 2008 წლის დილით, 6 საათზე მოსკოვის დროით, საქართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროები როკის გვირაბიდან საქართველოს ტერიტორიაზე გამოდიან. კრემლის წარმომადგენელმა არ დაადასტურა ეს, მაგრამ არც უარყო, მხოლოდ საქართველო დაადანაშაულა ”საერთაშორისოდ აღიარებული” სამხრეთ ოსეთის აგრესიაში. სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო აღიარება არც მაშინ და არც ახლა აქვს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4060