ყაზახეთი ბათუმში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აღარ ააშენებს
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აკილბეკ კურიშბაევმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ასტანამ შეცვალა გეგმები ფოთში ხორბლის ტერმინალის აშენების თაობაზე და ამის მოტივად ”საქართველოში არსებული სიტუაცია” დაასახელა.
ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების გეგმები პირველად 2007 წლის მარტში გაჟღერდა, როდესაც KazMunaiGas-მა პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა Greenoak Group -თან. ეს უკანასკნელი ბათუმის ნავთობტერმინალის და ბათუმის საზღვაო პორტის მფლობელი იყო. თუმცა, 2008 წლის თებერვალში Greenoak Group -მა ბათუმის ნავთობტერმინალიც და ბათუმის საზღვაო პორტიც KazMunaiGas-ს მიყიდა. გარიგების თანხა არ დასახელებულა.
http://civil.ge/geo/article.php?id=19598
