სოფელ ზეტიდან დაუდგენელმა პირებმა ქალბატონი გაიტაცეს
სოფელ ზეტიდან დაუდგენელმა პირებმა ქალბატონი გაიტაცეს
ინციდენტის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. სოფელ ზეტის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც გატაცება მოხდა, ქართული პოლიცია აკონტროლებს. ზეტი მეჯვრისხევის მიმართულებით ერთ-ერთი სოფელია.
ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რევაზაშვილი საკუთარი ბაღისკენ გადაადგილდებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს მოხდა მისი გატაცება შეიარაღებული პირების მიერ. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ამ ქალბატონმა თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლის გზას ვეღარ მიაგნო, თუმცა პირველი ვერსია სოფელ ზეტში უფრო სარწმუნოდ მიაჩნიათ. ძალოვანები მუშაობენ მისი გაუჩინარებიდან ამ დრომდე არსებულ ყველა ვერსიაზე და აცხადებენ, რომ შესაძლოა მისი კვალის მიგნება მალე მოხდეს.
www.InterPressNews.ge
