შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთ ქალბატონს ეძებენ
შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთ ქალბატონს ეძებენ
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ტყვიავთან ახლოს მდებარე სოფელ ფლავისმანიდან ქალბატონია დაკარგული
ამ ტერიტორიას დღემდე ოსები და რუსები აკონტროლებენ. ქალბატონი, რომელიც ოსი ეროვნებისაა, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც გაიგო, რომ მისი ქალიშვილის ქართველი მეუღლე სოფელში ოსმა სეპარატისტებმა დახვრიტეს. არ გამორიცხავენ, რომ ამ ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. განიხილება გატაცების ვერსიაც.
www.InterPressNews.ge
