გალის რაიონის სოფელ საბერიოს სკოლის ეზოში რუსი სამხედროები შევიდნენ
გალის რაიონის სოფელ საბერიოს სკოლის ეზოში რუსი სამხედროები შევიდნენ
ინფორმაცია ამის შესახებ გალის ქართული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ გაავრცელა.
როგორც მან აღნიშნა, რუსებმა სკოლის ეზოში სანგრების თხრა დაიწყეს, რამაც სასწავლო პროცესის ჩაშლა გამოიწვია. ამ ფაქტის გამო მშობლებმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს. უცნობია, როდის განახლდება სასწავლო პროცესი.
www.InterPressNews.ge
