უცხოეთში მცხოვრები ქართველები რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულთა და ზოგადად, ქვეყნის მხა
გაგოშიძის თქმით, აგვისტოს მოვლენების გამო საქართველოს მხარდასაჭერად უცხოეთის 31 ქვეყანაში იქ მცხოვრები დიასპორების მიერ 181 საპროტესტო აქცია ჩატარდა, მათ შორის თურქეთშიც, სადაც აჭარელი მუჰაჯირების შთამომავლები იღებდნენ მონაწილეობას.
მანვე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები ახლაც გრძელდება და მისი მიზანია ქვეყანაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შემოტანა.
რაც შეეხება დახმარებებს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, გუშინ საქართველოში დაზარალებული მოსახლეობისთვის კვიპროსიდან და აშშ-დან, კერძოდ, ბაგრატიონთა ფონდის დაფინანსებით, ზამთრის ტანსაცმელი შემოვიდა. ასევე, თურქეთში საგანგებო ფონდი შეიქმნა, სადაც უკვე 250 ათასი ევრო შეგროვდა, ასევე, მსგავსი ფონდები შეიქმნება გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში.
დიასპორების აქტიურობას კი გაგოშიძე იმის დადასტურებად აფასებს, რომ ახალი სამინისტროსა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის შექმნით, უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა იგრძნეს, რომ ხელისუფლება მათზე ზრუნავს.
www.InterPressNews.ge
