ქართველი სამხედრო ექსპერტები ომის გაანალიზებას იწყებენ
მისივე თქმით, სამხედრო სფეროზე მომუშავე ქართველი ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან, რაც ხშირ შემთხვევაში მათი პუბლიკაცების ხარისხზე აისახება.
- ”რაც მეტი ინფორმაცია ექნება ჟურნალისტს, მით მეტად იქნება იგი კომპეტენტური ამა თუ იმ საკითხში. ნებისმიერი უცხოელი ჟურნალისტი წერას ინფრომაციით იწყებს, ” - აცხადებს ქართველი ექსპერტი
ქართველი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე დასაწყისისათვის ოთხი ქართველი ოფიცერი: გიორგი მელითაური, თემურ მიქაუტიძე, კახა კაციტაძე და გიორგი თავართქილაძე იზრუნებენ. სამომავლოდ კი ისინი არც ქართულ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას გამორიცხავენ.
გიორგი თავართქილაძეს საჭიროდ მიაჩნიათ, ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების შეცდომები ქართველმა ექსპერტებმა სათანადოდ გააანალიზონ და დაიდოს ანალიტიკური მასალა იმის შესახებ, თუ აგვისტოში რეალურად რა მოხდა ქვეყანაში, რას გაართვა თავი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და რისი გაკეთება ვერ შეძლო.კომისიის პირველი სამუშაო შეკრება ხვალ, პოლიტიკური პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ოფისში გაიმართება. კომისია სავარაუდოდ კვირაში ორჯერ შეიკრიბება და საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან მრგვალ მაგიდას გამართავენ.
გიორგი თავართქილაძის თქმით, კომისიის მიზანი არ არის რაიმე სახის იურიდიული გამოძიების ჩატარება. მომავალში ინისი ჟურნალისტებისათვის სამხედრო თემაზე სპეციალურ ლექცია-სემინარებს გამართავენ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4189