რუსული კომპანიები საქართველოში კაპიტალის კვლავ დააბანდებენ
აღსანიშნავია, რომ ე.წ. დასავლური კაპიტალის უკან ისევ რუსული კომპანიები მოაზრებიან. ამის მაგალითია ყბადაღებული “ენერგო პრო” და “მულტიპლექსი”. ამათგან პირველი საქართველოს ენერგოდისტრიბუციის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, მეორე კი მთელი თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგებას.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ ცისკარიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში საომარი მოქმედებების შემდეგ რუსეთის მხრიდან ჯერჯერობოთ “ახალი საინვესტიციო აქტივობა” არ შეიმჩნევა. თუმცაღა როგორც რუსული ინტერნეტ საიტებით გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ამ ქვეყანას საქართველოში კაპიტალის დაბანდების ინტერესი არ განელებია.
როგორც სოსო ცისკარიშვილმა სააგენტო “მედიანიუსს”განუცხადა, საომარი მოქმედებები რამდენიმე დღის შეწყვეტილი იყო, როცა რუსული საიტებით გავრცელდა საქრთველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადა, პრივატიზაციას მანგანუმის კიდევ ერთი მცირე, მილიონ ლარამდე ღირებულების საბადო ექვემდებარება.
ექსპერტის თქმით, რომ არა ამგვარი განცხადებებისადმი რუსეთის ინტერესი, მას არც რუსული ინტერნეტგვერდები აიტაცებდა. “ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რუსეთის ავიაციის მიერ საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების მიუხედავად, აგრესია რუსეთის კაპიტალით პრივატიზებულ არც ერთ საწარმოს, მათ შორის, არც “მადნეულს”, არც ელქტოროგენერაციისა და ელქტროგამანაწილებელ სტრუქტურებს არ შეხებია.
ეს მკაფიოდ მიუთითებს ომამდე არსებული პროვოკაციების მიზანზე, რომ საქართველოში ყველაზე უკეთ თავი სწორად რუსულ კაპიტალს ეგრძნო და ყველა სხვა შიშის ქვეშ ყოფილიყო”, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ საქრთველოში ომამდე დაბანდებულ რუსულ კაპიტალს რამე საფრთხე შეექმნას, რადგან ის თავის დროზე “გაუმჭირვალედ” და თანამდებობის გარკვეული პირების “პირადი ინტერესით” შემოვიდა.
შემოვა თუ არა იმავე რეჟიმით რუსული კაპიტალი საქართველოში, ეს ქვეყნის ხელისუფლებაში მთავრობის კანცელარიის აპარატის ხელმღვანელის, კახა ბენდუქიძის “კეთილდღეობაზეა დამოკიდებული”.
ცისკარიშვილი თქმით, ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ეკატერინე შარაშიძის ამასწინდელი განცხადებები იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული ინვესტიციების განხორციელებას არ შეაფერხებს, სწორედ კახა ბენდუქიძის მესიჯია.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4205