გორში ორი ბავშვი ნაღმზე აფეთქდა
გორში ორი ბავშვი ნაღმზე აფეთქდა
| [”ინტერპრესნიუსი”] გორში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ნაღმზე აფეთქდა. გორის ერთ-ერთ უბანში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ელბაქიძე და მაისურაძე ნაღმზე მაშინ აფეთქდა, როცა ისინი ჯართს აგროვებდნენ. ორივე ბავშვი ამ დროისთვის გორის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე მიუხედავად აფთქების შედეგად მიღებული მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებისა, ორივე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის განმავლობაში გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტერიტორია ნაღმებისაგან სრულად გასუფთავებული არ არის. |
