ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს სთხოვს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკე
ამას გარდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ "რუსეთმა არ შეასრულა 1907 წელის ჰააგის კონვენციით მასზე დაკისრებული ვალდებულება. ამის გათვალისწინებით, საპარალმენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, მის ფაქტიურ კონტროლქვეშ მყოფ რეგიონებში, მთელი პასუხისმეგბლობა რუსეთს ეკისრება.
სააგენტო "იტარ-ტასის" ინფორმაციით კი, ასამბლეა სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ საომარ მოქმედებეზე საქართველოსა და რუსეთს თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს.
საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოსა და მინისტრების კომიტეტს სთხოვს, შიმუშაონ მოქმედების გეგმა და მიიღონ კონკრეტული ზომები ორ ქვეყანას შორის არსებულ კრიზისთან დაკავშირებით.
www.InterPressNews.ge
