ოსი სეპარატისტების მიერ გატაცებული ოთხი ქართველი მძევალი უკვე თავისუფალია
ოსი სეპარატისტების მიერ გატაცებული ოთხი ქართველი მძევალი უკვე თავისუფალია
საჩხერის რაიონის სოფლებში მცხოვრებმა რომან ქიმაძემ, ალიკა ქიმაძემ, გია გულიაშვილმა და იმედა ტაბატაძემ 35 დღიან ტყვეობას თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი შიდა ქართლის პოლიციამ ოკუპირებული ზონიდან გვიან ღამით გამოიყვანა.
სეპარატისტებმა 4 ქართველი 28 აგვისტოს სოფელ ძირულადან გაიტაცეს. როგორც გატაცებულები ყვებიან, ისინი ერთ-ერთ სოფელში თვალახვეული მიიყვანეს და სარდაფში ჩაკეტეს, საიდანაც მათ ფანჯრიდან გადასვლა და გაპარვა მოახერხეს.
4 ქართველი ტყეში 4 დღე-ღამის განმავლობაში დადიოდა, რის შედეგადც ისინი ერთ-ერთ ქართულ სოფელში ჩავიდნენ და პოლიციასთან დაკავშირება მოახერხეს.
მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში კიდევ იმყოფებიან ქართველი მძევლები.
www.InterPressNews.ge
