წალენჯიხიდან ოკუპანტების გასვლის პროცესი ექსცესებით მიმდინარეობს
წალენჯიხიდან ოკუპანტების გასვლის პროცესი ექსცესებით მიმდინარეობს
| [”ინტერპრესნიუსი”] წალენჯიხის რაიონის სოფელ კანტიდან, იქ სადაც რუს სამხედროებს უკანონო ბლოკ-საგუშაგო ჰქონდათ გახსნილი, რუსების გასვლის პროცესი დაიწყო, თუმცა ამ პროცესს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. მთვრალმა რუსმა ჯარისკაცებმა ჯავშანტრანსპორტიორით ადგილობრივი მოსახლეობის სახლების ღობეები დაანგრიეს და ეზოებში შევარდნენ. ასევე მათ ააფეთქეს ტრანსფორმატორი, რომლითაც სოფელს ელექტროენერგია მიეწოდებოდა. ადგილობრივების განცხადებით, მთავარია, რომ რუსები გადიან სოფლიდან და ზარალის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხდება. ამის პარალელურად მდინარე ენგურის გასწვრივ განთავსებულ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეების პოსტებს რუსი სამხედროები იკავებენ და პოსტებიდან აფხაზებს აძევებენ. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცენტრის ხელმძღვანელი რაულ ქირია იტყობინება. ქირიას განცხადებით, აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს პოსტების დატოვება არ სურთ და ამის გამო მათი გაყვანის პროცესი მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. |
