ეკა ბესელია ხელისუფლებას ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიმართ რეპრესიებში ადანაშაულებს
თავად მჭედლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოძიება არკვევს და სწავლობს, რამდენად კანონიერად მიიღო მან თანხა.
- ”მე გამომძალველად და თაღლითად გამომიყვანეს, თითქოს დოკუმენტაციის გაყალბებით მივითვისე თანხა”,- განაცხადა მჭედლიძემ და აღნიშნა, რომ მის მიმართ დევნა თანხასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც სენაკის ბაზაზე მივიდა და მისი მეორე შვილის მიმართ დეზერტირობის მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გააპროტესტა.
- ”ერთი შვილი დავკარგე ომის დროს. მეორე შვილი დავით ნიკიტინი კი კოდორში იბრძოდა. ახლა მასზე დევნა დაიწყეს, რატომ დატოვეთ კოდორიო. გარკვეული პერიოდი ნაწილში არ გამოცხადდა, ძმა ჰყავდა მკვდარი და ამ საქმით იყო დაკავებული. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი დავკრძალეთ, გამოცხადდა სამსახურში და აღუძრეს საქმე. ეს ერთადერთი კაცი გვყვავს ოჯახში”,-განაცხადა მჭედლიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ომში დაღუპული შვილის მოძებნაში არავინ დახმარებია. ”სამი დღე ვეძებდი და ვიპოვე. გამომატანეს დაფლეთილი ცხედარი, ტომარაში ჩამიდეს”,-აღნიშნა მჭედლიძემ, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს.
ეკა ბესელიამ ხელისუფლებას ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიმართ დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ბესელიას ინფორმაციით, დეზერტირობის მუხლით დევნა 60 ჯარისკაცზე მიმდინარეობს და ისინი დაკავებულები არიან.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4297