აფხაზეთის სიახლოვეს ელიტარული ქალაქი შენდება
ქალაქი შედგება 14 კვარტალისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულები და მეტად ინდივიდუალურები იქნება. თითოეული მათგანი გამორჩეული იქნება თავისი არქიტექტურით, დიზაინით,ბუნებრივი რელიეფით და ინდივიდუალური ინფსრატრუქტურით.
ეს იქნება 100-პროცენტიანი ანალოგი ხმელთაშუა ზღვის კლასიკური კურორტებისა, რომლებიც განსკუთრებით ესპანეთის სანაპიროზე გვხვდება მრავლად. ავტორების ჩანაფიქრით პირველადი სახელწოდება “პალმების სანაპირო” უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევანი მაინც კოსტა რუსაზე შეჩერდა, რადგან ეს სახელწოდება საუკეთესოდ შეიცავს საკუთარ არსში ესპანურ-რუსულ კავშირს.
ქალაქის სანაპიროზე აშენდება იახტების გასაჩერებელი ინფრასტრუქტურა 730 ადგილზე. კოსტა რუსა შეტანილი იქნება ევროპის საერთაშორისო საზღვაო-საკურორტო რუკაზე, რისი პატივიც აქამდე რუსეთის არცერთ საზღვაო ქალაქს არ რგებია.
კოსტა რუსას ინდივიდუალურობა და თავისებურება იმაშიც იქნება გამოხატული, რომ მისი არქიტექტურა მაქსიმალურად მიახლოებული იქნება შუა საუკუნეების ტრადიციებთან, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს სასახლეებისა და კოშკების აგებას. ქალაქის ცენტრში განლაგდება მე-18 საუკუნის კლასიკური სასახლის ზუსტი პროტოტიპი, რაც დამატებით მოიზიდავს ტურისტებს შავი ზღვის ამ ახალ კურორტზე.
ქალაქის პირველი ობიექტის მშენებლობა უკვე 2009 წლისათვის დასრულდება. ეს იქნება ტერასული ტიპის კომპლექსი კერძო აპარტამენტებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც უკვე წინასწარ გაყიდულია. მხოლოდ ამ მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭიროა 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია.
მომავალ წელსვე გაჩნდებიან ქალაქში პირველი მაცხოვრებლები, რომელთა რაოდენობაც 60-ს შეადგენს. სადღეისოდ უკვე შექმნილია და კეთილმოწყობილია სანაპირო ინფრასტრუქტურა და დამსვენებლებს ახლავე შეუძლიათ ზღვაში ბანაობა.
ეს არ იქნება დახურული ტიპის ქალაქი, ანუ აქ დასვენება და დროსტარება არა მარტო ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ, არამედ ნებისმიერ დასვენების მსურველს. თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს სიამოვნება ხელმისაწვდომი არ იქნება საშუალო და ქვედა ფენისათვის, რადგანაც ფასები ვიპ სტატუსის შესაბამისია.
ექსპერტების გათვლებით კოსტა რუსას მაცხოვრებელთა მინიმუმ 80 პროცენტი მოსკოვისა და მისი მიმდებარე რაიონების წარმომადგენლები იქნებიან, ანუ ის ხალხი ჯიბე საკმაოდ “სქელი”აქვს, უკვე ფლობს უძრავ ქონებას საზღვარგარეთ და კარგად ესმის ამგვარი ტიპის კურორტების ფასი.
