ჯონდი და მთელი ”ქართული დასი” პოლიციაში დაიბარეს
ამ ამბავმა, როგორც ჩანს, ჯონდი საგონებელში ჩაგდო და საკუთარი პარტიის წევრებთან გამოღმით შედავება განიზრახა და დღეს, 13 ოქტომბერს, საღამოს პოლიციაში უსტარი აფრინა.
სარჩელში ბაღათურია ამტკიცებს, რომ მისი პარტიის პოლიტ-საბჭოს წევრები, თურმე, სულაც არ არიან მისი პარტიის პოლიტ-საბჭოს წევრები და ამდენად, მათ ჯონდის შესახებ არც არავითარი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.
იმ დროისთვის, როცა პრესა.გე უკვე სტატიას ამზადებდა, ”ქართული დასის” წევრები და თვით ჯონდიც კი მთაწმინდის პოლიციაში ახსნა განმარტებებს იძლეოდნენ. თუმცა, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის ედიშერ ქარჩავას თქმით, პოლიცია უკვე გაერკვა ვითარებაში და დარწმუნდა, რომ ბაღათურია, არც მეტი და არც ნაკლები, ტყუოდა.
მოკლედ, ქარჩავას მტკიცებით, ამ ეტაპზე, ”ქართული დასის” წევრებმა ბაღათურიას ბრალდება გააქარწყლეს და დაამტკიცეს რომ ნამდვილად ”ქართული დასის” პოლიტსაბჭოს წევრები არიან. ამდენად, ჯონდის, სხვა დროს და სხვა ადგილას, შესაძლოა, თავად მოუწიოს იმის მტკიცება სად და რატომ დახარჯა პარტიის კუთვნილი ფინანსები.
არაპროგნოზირებად ქვეყანაში წინასწარ არაფრის მტკიცება არ შეიძლება და არც ისაა გამორიცხული, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჯონდიმ თავისი მაინც გაიტანოს - მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებაც მიაჩუმათოს და ”ქართულ დასში” პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცოს
