გორის ლტოლვილთა ბანაკმა ქალაქს ნაგვის მთები დაუტოვა...
ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა კარგად იცოდნენ, რომ გათენებისას სხვადასხვა ახლობლების სახლებში გაბნეული სხვა ადგილნაცვლები უკან ბრუნდებოდნენ და უამრავი დევნილის თავის ჭკუაზე მართვა როგორც ყოველთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეეძლო და ახლაც ნაწილ-ნაწილ ამჯობინეს ამ საქმის მოთავება.
საერთოდ ლტოლვილთა ბანაკი, რომელიც ქალაქის ცენტრში იყო განთავსებული, ისევე დარჩება გორის ისტორიის წარუშლელ ლაქად, როგორც ბევრი რამ. მათ შორის ის, თუ როგორ გაიქცნენ მაღალჩინოსნები უსაფრთხო ადგილას და როგორ დაუტოვეს ღია კაბინეტები გენერალ ბორისოვს.
ლტოლვილთა ბანაკში აუარებელი ნაგავი დარჩა. ადგილობრივ ნაგვის გამტან კომპანიებს დღემდე ვალდებულებაში არ უწერიათ ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიის დასუფთავება. თავის დროზე ეს ბანაკის მენეჯერს ვკითხეთ, თუმცა ამის შესახებ არაფერი გვითხრა. პირიქით, წყრომით აქეთ გვითხრა, თქვენ გგონიათ გაერო ლტოლვილთა ბანაკში ნაგვის დაყრას და სიბინძურეს დაუშვებსო? მიუხედავად ამისა, ბანაკის ცენტრში დამპინგებია გაჩენილი, რომელიც ნაგვის არალეგალურ საყარს წარმოადგენს.
- ”ომი ამ ხალხმა წააგო - რომელმაც საერთოდ ყველაფერი დაკარგა, და არა თბილისმა” - ამბობს სუდანში გამოცდილების მქონე UNHCR- მაღალი რანგის მენეჯერი იტალიელი ქალბატონი. ”ჩვენი საქმიანობა შეთანხმებულია მთავრობასთან, რა დროს გარემოს დაცვაზეა საუბარი საგანგებო სიტუაციაში”? ხოლო გვენ ლე კოუსტერი აცხადადებდა, ”არ დავუშვებთ იმის თქმას, რომ UNHCR-განხორციელებული ლტოლვილთა ბანაკი გორში არ ითვალისწინებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას”... გვითხრა მან.
ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 5’000 პლასტმასის ბოქსები იყრებოდა. როგორც აღვნიშნეთ, ბანაკის მიმდებარე ტერიტორია მდინარე ლიახვის პირას ასეთი ნარჩენებითაა სავსე.
გუშინ შიდა ქართლში გარემოს დაცვის მინისტრი ირაკლი ღვალაძე იმყოფებოდა. იგი რეგიონის პირველ პირებს შეხვდა და ტყის შეშით სარგებლოს წესებზე შეთანხმდნენ. სტუმარს და მასპინძლებს ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორია არ მოუნახულებიათ. გორის საკრებულოს წევრი თემურ აფხაზაშვილი საკრებულოს უახლოეს ხანებში მოსთხოვს წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება ქალაქის ცენტრში არსებულ კულტურისა და დასვენების ე.წ. ”ახალ ბაღს” მოუარონ. სხვათა შორის, აღნიშნულ პარკს, სადაც ლტოლვილთა ბანაკი იყო განთავსებული, ეწოდება ”ი.ბ სტალინის სახელობის კულუტურისა და დასვენების პარკი”...
http://presa.ge/index.php?text=news&i=4360