ჟენევაში მოლაპარაკებები არ შედგა
ჟენევაში მოლაპარაკებები არ შედგა
ჟენევაში გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს ეგიდით ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსულმა დელეგაციამ მოლაპარაკებები დასრულებამდე დატოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დელეგაცია გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს. რუსული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისრი სერგეი შამბა და კოკოითის მთავრობის წარმომადგენელი მურად ჯიოევი.
ევროკავშირის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ მოლაპარაკებების დროს გაჩნდა პროცედურული დაბროკოლებები და ყველა მხარემ გადაწყვიტა, რომ შეხვედრა უნდა შეჩერებულიყო. პიერ მორეს განცხადებით, შეხვედრა სავარაუდოდ 18 ნოემბერს გაიმართება.
რუსული დელეგაცია შეხვედრაზე დღეს თავიდანვე 50 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. რუსებმა დელეგაციიდან სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლების შეხვედრაზე არდაშვება გააპროტესტეს.
ჟენევაში იმყოფება ბან კი მუნიც. საერთაშორისო საზოგადოება თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის პროცესის განახლების მიზნით შეიკრიბა.
წყარო:რუსთავი 2
