სამშენებლო ბიზნესის რეკეტი ”ვალდებულებებით” ინიღბება
ეს გახლავთ სახელმწიფოს მხრიდან განხორცუიელებული ზეწოლა თხოვნა-ვალდებულების სახით. თხოვნა-ვალდებულება ითვალისწინებს სახლების უფასო აშენებას, მათ შორის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის. სამშენებლო ბიზნესს ისედაც უჭირს ასეთი თხოვნა-დავალება მათთვის არის პრაქტიკულად დამღუპველი.
სამშენებლო კომპანიების გაჩერების მიზეზად შეიძლება სახელმწიფოს ზეწოლის ეს მეთოდი ჩაითვალოს?
- სამშენებლო კომპანიები ორი მიზეზით გაჩერდნენ. ერთი ის, რომ ისინი რეალურად აღმოჩნდნენ ფინანსური პრობლემების წინაშე და ეს სხვა საუბრის თემაა და მეორე, ისინი გაჩერდნენ იმიტომ რომ სახელმწიფომ არ დაატეროროს. ცდილობენ აჩვენონ ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ისინი ფინანსური პრობლემების გამო მათ თხოვნა-ვალდებულებებს ვერ შასრულებენ.
შეგიძლიათ დამისახელოთ ასეთი თხოვნა-ვალდებულების შემსრულებელი, ან ვერ შესრულების შედეგად გაჩერებული თუნდაც ერთი კომპანია?
- დამერწმუნეთ, ასეთი კომპანიები არსებობენ და ეს ინფორმაციები მე მათთან საუბრის შედეგად ვიცი. მათ ეშინიათ ამ ყველაფერზე საუბარი და არც მე მაქვს რაიმე მორალური უფლება მათი ვინაობა გავამხილო.
საბოლოო ჯამში ეს დაანგრევს მთელს ეკონომიკას, იმიტომ რომ კრიზისის ნიშნები რომლებიც ახლა იკვეთება მხოლოდ სამშენებლო ბიზნესით არ შემოიფარგლება. უფრო მეტიც, დღეს მთავარია ის დახმარებები, რომლებსაც სახელმწიფო იღებს და რომლებიც უნდა მიემართებოდეს კომაპნიების ანგარშზე.
რაც სახელმწიფო შესყიდვის კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს, რათა მოიხსნას ფინანსურ კრიზისები. როცა ამ კომპანიებს ვაიძულებთ რომ უფასოდ აშენენონ ავტომატურად ვუბიძგებთ მათ ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაინაცვლონ. ეს პროცესი კი უკვე შეინიშნება.
თხოვნა-ვალდებულება - ეს არის კომპანიებისთვის სამშენებლო ობიექტის ასაშენებლად საჭიროზე ნაკლები თანხის გადახდა, თუ ფულის საერთოდ არ მიცემა?
- ერთიც და მეორეც, მაგალითად ფინანსდება ორი სახლის აშენება, შენ უნდა ააშენო ხუთი სახლი, ან თავიდანვე, ყოველგავრი თანხების გარეშე აგაშენებინებენ ხუთ სახლს.
ხომ არ ფიქრობთ, რომ სამშენებლო კომპანიები თავიდანვე იყვნენ ჩრდილოვან ეკონომიკაში რის შესახებაც ინფორმაცია სახელმწიფოს ობიექტურად ექნებოდა... გამორიცხავთ რომ სწორედ ეს უადვილებს ხელისუფლებას განახორციელონ კომპანიებზე ზეწოლა?
- ეს ბიზნესი თავიდანვე დაფუძნებული იყო საბანკო მექანიზმებზე, ხოლო ასეთი ბიზნესი ყველა სხვა დანარჩენი ბიზნესებისგან განსხვავებით გამჭვირვალეა. ასეთი საქმის კეთება ჩრდილოვანი მექანიზმებით თითქმის შეუძლებელია.
მე ავიღებ სესხს ბანკიდან, ხოლო პროცენტს ბანკს გადავუხდი კორუფციული გზით ნაშოვნი ფულით, რომელიც მუთაქაში მაქვს შენახული. არის თუ არა ეს ჩრდილოვანი ეკონომიკა?
- მე შორს ვარ იმ მოსაზრებიდან რმ ამ ბიზნესში არალეგალური ფული არ მოძრაობდა, თუმცა როდესაც ბანკიდან იღებ სესხს ვალდებული ხარ წარადგინო დოკუმენტაცია შემოსავლის წყაროების შესახებ და ა.შ. ვიმეორებ ყველა ის ბიზნესი რომელიც ბანკთან არის დაკავშირებული მეტ-ნაკლებად გამჭვირვალეა. ასე, რომ სახელმწიფოს არ უჭირს არც არალეგალური და არც ლეგალური ბიზნესისთვის ფულის “შეწერება”. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ბუმერანგივით შემოუტრიალდება.
