ცხინვალი საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დემარკაციას გეგმავს
მისი თქმით, საზღვრის მოწყობასა და გადაკვეთასთან დაკავშირებით ბევრი საკამათო საკითხია. მინძაევის განცხადებით, სხვადასხვა წელს გამოცემულ რუქებზე უზუსტობები და განსხვავებული მონაცემებია.
"მომავალში პრობლემების თავიდან ასაცილებლად ერთობლივი მუშაობა, დემარკაცია, იმ აუცილებელი პოსტების განთავსებაა საჭირო, რომლებიც ორივე მხარეს სჭიროდ მიაჩნია. საზღვარი, ისევე, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო საზღვარი, ხელმისაწვდომი არავისთვის უნდა იყოს. იქნება რაღაც კონკრეტული პუნქტები. ყველა დანარჩენი შესასვლელი ჩვენს ტერიტორიაზე ჩაკეტილია", - განაცხადა მინძაევმა.
www.InterPressNews.ge