მიხეილ მინძაევი – ქართველები სახელმწიფოებრივ ტერორს აგრძელებენ, საერთაშორისო დამკვირვებლები კი მათ ე
მინძაევი ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები მისი უწყების თანამშრომლებთან კონტაქტზე უარს აცხადებენ და არც მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იღებენ.
"ვცადეთ, მათთვის სასაზღვრო ზოლში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა. სოფელ მუგუთში დაუგეგმავი შეხვედრაც მოეწყო, მაგრამ მათ საუბარზე და 14 ოქტომბრის ღამეს მუგუთში მომხდარ სროლაზე ჩვენი დასკვნების მოსმენაზე უარი განაცხადეს", - განაცხადა მინძაევმა.
ე.წ. ბუფერულ ზონებში ევროკავშირის დამკვირვებლებმა მისიის შესრულება 10 ოქტომბრიდან დაიწყეს.
www.InterPressNews.ge
